workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს მინიარო – 8 წელი ბარსელონაში და გამორჩეული მომენტები

კარლეს მინიარო – 8 წელი ბარსელონაში და გამორჩეული მომენტები

საფეხბურთო სამყარო კარლეს მინიარო გარსიას გლოვობს. “ბარსელონას” ექიმი გუშინ, სავარაუდოდ, გულის შეტევით 53 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ამბავი, რასაკვირველია, “ბლაუგრანასთვის” ძალიან მძიმე დარტყმაა.

კატალონიური Sport მინიაროს უფრო ახლოს გაგვაცნობს და მის დასამახსოვრებელ მომენტებს გვიზიარებს.

მინიარო “ბარსელონაში” 2017 წლიდან მუშაობდა. მამაკაცთა პირველ გუნდში ეს მისი პირველი სეზონი იყო, მანამდე კი ექიმი ფუტსალის გუნდის მოთამაშეების ჯანმრთელობაზე იყო პასუხისმგებელი. კარლესმა გასულ წელს პირველ გუნდში ხავიერ ვალიე შეცვალა და რიკარდ პრუნას მარჯვენა ხელი გახდა. მინიარომ ფეხბურთელების სიყვარული მალევე მოიპოვა. მას გასახდელში “დოკის” ეძახდნენ.

კარლეს მინიარო და რიკარდ პრუნა გუნდს მონაცვლეობით დაჰყვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მინიარომ უმკურნალა მარკ ბერნალსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, როდესაც მათ მძიმე ტრავმები მიიღეს.

27 აგვისტოს ლა ლიგის მესამე ტურში “რაიო ვალიეკანოსთან” სტუმრად გამართული მატჩის ბოლოს, როდესაც ბერნალმა მძიმე დაზიანება მიიღო, მას სწორედ მინიარო დაეხმარა. მოგვიანებით გაირკვა, რომ 17 წლის ნახევარმცველმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

ოთხი თამაშის შემდეგ, 22 სექტემბერს, მეექვსე ტურში “ვილიარეალთან” გასვლით შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს ასევე სერიოზული ტრავმა მიიღო ამჯერად ტერ შტეგენმა. გერმანელ კარის დარაჯს მოედანზე პირველადი დახმარება კვლავ მინიარომ აღმოუჩინა.

ბოლოდროინდელი მომენტებიდან დასამახსოვრებელია “ალავესთან” 2 თებერვალს გამართული თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი. მატჩის საწყის წუთებში გავის, როდესაც მან ტვინის მცირედი შერყევა მიიღო, აგრეთვე კარლეს მინიარომ უმკურნალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 10 მარ 2025, 15:54
    #2

    საწყენია ექიმი, რომ 53 წლის ასაკში გულით გარდაიცვალა, არ იცოდა ნეტავ რაღაც რო ჭირდა როგორ არ იმკურნალა ამას თქმა სჭირდება? ისე რეალმა თამაშის წინ მისი ხსოვნა წუთიერი დუმილით აღნიშნა, რაც ძალიან დასაფასებელია.

  • Barca
    schedule 09 მარ 2025, 22:42
    #1

    ნათელში იყოს მისი სული