“მალიორკასთან” მატჩში “ბარსელონამ” 5 უპასუხო გოლი გაიტანა. ამ გოლების ჩათვლით პეპის ერაში “ბლაუგრანელებმა” 496 გოლის გატანა შეძლეს.
გოლების რაოდენობის მიხედვით ლიონელ მესი ლიდერობს, რომელსაც 157 გოლი აქვს გატანილი, მეორე ადგილს პედრო იკავებს 48 გოლით. მესამეზე კამერუნელი სამუელ ოტო’ოა, რომლის ანგარიშზე 36 გოლია. მას ტიერი ანრი და დავიდ ვილა მოყვებიან 30-30 გოლებით. სიაში შემდეგი ბოიან კრკიჩია, მას გუნდში 29 გოლი აქვს გატანილი. შვიდეულის ბოლო ადგილს კი მაესტრო, ხავი ერნანდესი იკავებს. მას გუნდში გვარდიოლას მოსვლის შემდეგ 26 გოლი აქვს გატანილი.
ამ სეზონში ჩატარებული 16 მატჩიდან მესის 19_ჯერ შეძლო გულშემატკივართა გახარება. ხოლო მის მიერ ჩატარებულ ბოლო 100 მატჩში 103_ჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.



