ყველა ფეხბურთელმა, რომლებიც პრაღაში გაემგზავრენ ივარჯიშეს ედენ სტედიუმზე ხვალ, ”პლზენთან” გასამართი მატჩის წინ.
”პლზენთან” მატჩამდე ეს გუნდის უკანასკნელი ვარჯიში იყო. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში შესანიშნავ ფორმაში მყოფი 21 ფეხბურთელია. გვარდიოლა 3 მათგანს მატჩის წინ განაცხადს მიღმა დატოვებს. მას პრაღაში პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი და კუენკა და ოირი ჰყავს წაყვანილი. ამასთანავე ალექსის სანჩესს სამედიცინოს შტაბისგან თამაშის უფლება არ აქვს მიღებული.
გვარდიოლა შეხვდა სრნიჩეკს
ვარჯიშის წინ პეპ გვარდიოლა ”ბრეშიაში” ყოფილ თანაგუნდელს, პაველ სრნიჩეკს შეხვდა. ის იტალიური გუნდის სათადარიგო მეკარე იყო 2000-03 სეზონებში. ეს ის პერიოდია, როცა გვარდიოლა ”ბრეშიაში” ასპარეზობდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=]



