“ბარსელონასა” და “მალიორკას” მატჩის შემდეგ გვარდიოლამ მცირე ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანელებმა” ამ მატჩში 5:0 მოიგეს.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია მატჩით და განაცხადა: “ვამაყობ ჩენი ბიჭებით. ისინი მოედანზე ისე გრძნობდნენ თავს თითქოს მათ გარდა არავინ ყოფილიყო და ხელს არავინ არ უშლიდათ. უნდა აღვნიშნო კუენკასა და დეულოფეუს თამაში. “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენი დახმარება.”
კანტერას ფეხბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს
როგორც ყველასთვის ცნობილია გვარდიოლა კანტერას ფეხბურთელებს ყოველთვის აძლევს შანსს პირველ გუნდში თავის გამოსაჩენად. “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებს დოს სანტოსს, სერხი რობერტოს, ბარტრას, კუენკას მონტოიას, ოიერსა და მუნიესას პირველ გუნდში დებიუტი ქონდათ. “მალიორკასთან მატჩში ამ ჩამონათვალს 17 წლის დეულოფეუ დაემატა, რომელიც გუნდის მომავლის წოდებას ატარებს.
პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ ეუსებიო საქრისტიანის გუნდის ორი წევრი დეულოფეუ და კუენკა შეაქო. გვარდიოლა კუენკაზე: “კუნკა მოედანზე იდგა, როგორც ზრდასრული და გამოცდილი ფეხბურთელი. მან ტოლი არ დაუდო პირველი გუნდის ფეხბურთელებს და პირველი გოლიც გაიტანა.” გვარდიოლა დეულოფეუზე: “დეულოფეუმ იმ მცირე დროში რაც მე მივეცი თავი გამოიჩინა იმით, რომ იგი ყველაზე ბევრს ინდომებდა ბოლო წუთებში და რამდენიმეჯერ “მალიორკას” მცველებს შეასნიშნავად გაუმკლავდა. მას კიდევ ბევრჯერ მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, მანამდე კი ბევრი აქვს სასწავლი.”
ალვეშის პროგრესი
ალვეშმა “მალიორკასთან” მატჩში მისი მეხუთე გოლი გაიტანა გუნდში, რომელიც ნამდვილი შედევრი იყო. გვარდიოლამ მასზეც ისაუბრა: “მინდა ალვეშს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც მან მოედანზე გააკეთა. ბრაზილიელმა თავი არ დაზოგა და შესანიშნავ შედეგსაც მიაღწია, რაც მისგან დიდი ხანია არ მინახავს. ვიმედოვნებ, რომ ის სულ ასეთ ტემპში განაგრძობს წინსვლას.”


