მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პელე:”მესის ბევრი “სუსტი წერტილი” აქვს”

პელე:”მესის ბევრი “სუსტი წერტილი” აქვს”

“Marca”–თან მიცემულ ინტერვიუში,  მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ–ერთმა ბუმბერაზმა მოთამაშემ, პელემ კვლავ განაცხადა, რომ მას ოფიციალურ შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობით უახლოეს მომავალში ვერავინ გადაასწრებს. მისი სიტყვებით ამას ვერც ლეო მოახერხებს, რომელსაც ბრაზილიელი სრულყოფილ ფეხბურთელად არ მიიჩნევს.

“ვფიქრობ, რომ ჩემი რეკორდის მოხსნა და გაუმჯობესება ამჟამად შეუძლებელია, რადგან ფეხბურთელს, რომელსაც   პრეტენზია გააჩნია ამაზე სრულყოფილი უნდა იყოს. მაგალითად მესის მოვიყვან. არგენტინელი არ არის უნაკლო ფეხბურთელი, მას ბევრი ხარვეზი აქვს. უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ორივე ფეხით ერთ დონეზე უნდა თამაშობდეს და “მეორე სართულზე” ბრძოლის დროსაც თავი უნდა გამოიჩინოს. მესი კი ამ კომპონენტბში სუსტია.” – განაცხადა პელემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში