“ბარსას” ორივე ცენტრალურ მცველს შეუძლია “მალიორკას” წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღება. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, პიკემ და პუიოლმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და დამატებით ისააკ კუენკა ეყოლება.
ერთ დღიანი დასვენების შემდეგ, დღეს გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. ფეხბურთელები წვიმიან ამინდში “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე შეიკრიბნენ და “მალიორკასთვის” მზადების ბოლოს წინა ვარჯიში გამართეს. პიკესა და პუიოლის დაბრუნება იმის მაუწყებელია, რომ გვარდიოლას დაცვის ხაზში პრობლემები მოეხსნა.
დღევანდელი მონაცემებით ლაზარეთში პედრო, ალექსის სანჩესი და იბრაჰიმ აფელაი რჩებიან. ჩილელი ფორვარდის გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე კარგად მიმდინარეობს. მან დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივი დატვირთვით ივარჯიშა.
პირველი გუნდის 18 ფეხბურთელთან ერთად, მოედანზე ისააკ კუენკაც გამოცხადდა. გუნდი ვარჯიშს ხვალ დილით, “კამპ ნოუზე”, დახურულ კარს მიღმა ჩაატარებს.



