5 ნოემბერს, ტრავმის მიღებიდან ზუსტად ორი თვის თავზე, ჩილელი ფეხბურთელი ექიმებისგან თამაშის ნებართვას მიიღებს.
სესკ ფაბრეგასმა თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდის გასადელი უკვე დაიღალა იმით, რომ ალექსის სანჩესი მუდმივად “ეწუწუნება” ფიზიკური მომზადების მწვრთნელებს, რომ მას ნორმალური რეჟიმით ვარჯიშის ნებართვა მისცენ და ერთხელ და სამუდამოდ გაწერონ ლაზარეთიდან. ფაბრეს შეუძლია მშვიდად ამოისუნთქოს, ვინაიდან ჩილელ ფორვარდს თამაშის უფლებას 1 კვირაში მისცემენ.
საქმე ისაა, რომ მომავალ შაბათს, 5 ნოემბერს გახდება 2 თვე მას შემდეგ, რაც სანჩესმა ტრავმა მიიღო. კუნთის დაზიანების შემდეგ, ექიმები ალექსისის გამოჯანმრთელების პერიოდად მინიმუმ 2 თვეს ასახელებდნენ.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ალექსისმა ბარძაყის ორწვერა კუნთის ტრავმა მიიღო, რის აღდგენასაც დიდი დრო სჭირდება. მანამდე მან ოთხ ოფციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, ჩილელმა ფორვარდმა გუნდთან ერთად მცირე დატვირთვით ვარჯიში განაახლა და უახლოეს დღეებში თანაგუნდელებს აბსოლუტურად ჯანმრთელი შეუერთდება.
ტექნიკური შტაბი გეგმავს, რომ სანჩესი შეიყვანონ “ბილბაოს ატლეტიკთან” მატჩის განაცხადში, რომელიც 6 ნოემბერს, “სან მამესზე” გაიმართება. პეპი განაცხადს თამაშამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნებს, ასე რომ ალექსისი ექიმებისგან ნებართვას შაბათს მიიღებს.
მწვრთნელები ჩილელ ფორვარდს “სან მამესზე” თამაშის უფლებას მისცემენ. საუბარი არაა მატჩის სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებაზე. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ სანჩესი სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაემგზავროს, “ბარსელონას” წარმომადგენლებს კი არ სურთ, რომ ის “უთამაშებელი” შეხვდეს ნაკრების შეხვედრებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სანჩესი ბორგის სქემის მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩილელები 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრისთვის ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.



