მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის დასვენება სჭირდება?

მესის დასვენება სჭირდება?

სამშაბთს, “ლას კარმენესზე” გამართული მატჩი ის არ იყო, რასაც გულშემატკივრები ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკამ “ბარსას” უპირობო უპირატესობა აჩვენა, კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს – 0:1. მართალია, გუნდმა ნიშნვნელოვანი 3 ქულა წამოიღო შინ, მაგრამ ცხადია, რომ ფეხბურთელებს გადაღლილობა, თუ დემოტივაცია აშკარად ეტყობოდათ.

 

აგერ უკვე მესამე მატჩია, რაც მესი მოედანს უგოლოდ ტოვებს. “ვიქტორია”, “სევილია” და “გრანადა” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაურჩნენ. მეტოქეები მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად იყნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ლეო მესი არ გამოიყურებოდა ის, როგორც ამას მისგან ვართ მიჩვეულები. Sport.es-მა ჩაატარა გამოკითხვა მკითხველთა შორის და შედეგი ასეთი მიიღო: გულშემატკივრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მესი გადაღლილია და იგი დასვენებას საჭიროებს. ლიგაში ჩატარებული მატჩებიდან ლეომ მხოლოდ 61 წუთი იუქმა. სხვათაშორის, სწორედ მესი და ჩავი არიან ყველაზე “გამოყენებადი” ფეხბურთელები ვიქტორ ვალდესის შემდეგ.

 

გუშინ “სიუტატ ესპორტივაზე” ჩატარებული აღდგენით ვარჯიშს სამი სახე აკლდა: მესი, ჩავი და აბიდალი. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ხსენებულმა ფეხბურთელებმა გიმნასტიკის დარბაზში ივარჯიშეს, ცხელი აბაზანა მიიღეს და მასაჟი გაიკეთეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ ეს გადაღლილობის გამო გააკეთეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში