მინო რაიოლამ, “ბარსელონას” 30 წლის მცველის აგენტმა, უარჰყო გავრცელებული ხმები მაქსველის “ბენფიკაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. რაიოლამ ასევე ისაუბრა, თუ რომელ კლუბებში შეუძლია მის კლიენტს ზაფხულში გადაბარგება.
“მაქსველი “ბარსელონას” რიგებში არ თამაშობს იმიტომ, რომ ტრავმირებულია. ზაფხლში ის შესაძლოა, გადავიდეს “მანჩესტერ სიტიში”. რაც შეეხება “ბენფიკას”, ამ კლუბისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი კლიენტი მათთან არ გადავა.”– ციტირებს რაიოლას სიტყვებს Renascença.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მაქსველმა “ბარსელონას” რიგებში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.



