workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ნ’გოლო კანტეს დამატებას განიხილავს

ბარსა ნ’გოლო კანტეს დამატებას განიხილავს

Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ნ’გოლო კანტეს კანდიდატურას განიხილავს. 

ფრანგი ნახევარმცველი ამჟამად “ალ-იტიჰადის” ფეხბურთელია. მას “ბლაუგრანა” დაბალბიუჯეტიან არჩევანად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ კანტე ბოლო წლებში “ბარსას” არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა კლუბს გადამწყვეტი ნაბიჯები მის გადმოსაყვანად არ გადაუდგამს.

ნ’გოლო კანტეს დამატებით “ბარსელონა” საყრდენი ზონის გაძლიერებად აპირებს. კანტემ ევრო 2024-ზე საფრანგეთის შემადგენლობაში რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა და აჩვენა, რომ ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაშიცაა.

ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ “ალ-იტიჰადი” ძნელად თუ დასთანხმდება ფეხბურთელის იჯარით გაშვებას. გარდა ამისა, პრემიერ ლიგის ცალკეული კლუბები, მაგალითად, “ვესტ ჰემი” ასევე დაინტერესებულია ფრანგის გადაბირებით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივლ 2024, 10:04
    #20

    მაგარია მაგრამ ჭორი მგონია ამის მოყვანა.

  • nikusha
    schedule 29 ივლ 2024, 00:27
    #19

    კანტე-დე იონგის /კრისტესტენის შუა ხაზის ცენტრს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი

  • datio
    schedule 27 ივლ 2024, 11:12
    #18

    M10 S9 D11,
    და შავ სამუშაოს ერთი კაცი რომ სრულად ეყოფა, მასეთი ფეხბურთელია ძმა…
    სხვა ამ დონის ასე იოლად ხელმისაწვდომი ვინ გვყავს ბაზარზე ან გუნდში.
    ბუსკეტსი მსოფლიო მოვლენა იყო, როდრიც რომ საოცარი ფეხბურთელია. ისიც კი ვერსად ბუსკეტსის დონის, უბრალოდ სხვა ძლიერი თვისებები აქვს.
    თან ეს კანტე კეთილი, თავმდაბალი და მშრომელია. ფლიკის დატვირთვებზე, ახალგაზრდებს მაგალითი დაჭირდებათ

  • Johan Cruyff 14
    schedule 27 ივლ 2024, 10:43
    #17

    კანტე საჭიროა მინიმუმ კონკურენციას გაზრდის 2 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე

  • Bakero
    schedule 27 ივლ 2024, 03:21
    #16

    რომეუს პატრონი ხალხი კანტეს იწუნებენ joy joy joy joy ღმერთო გუბაზა მიანც გამაისროლე სანიკიძე joy joy joy joy joy

  • nika 54
    schedule 26 ივლ 2024, 17:16
    #15

    ამის მოყვანა-არმოყვანაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი როგორ შეეწყობა გუნდს ღმერთმა უწყის, მაგრამ ეს რო ენერგიას ტოვებს მინდორზე ბარსელონას ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება. კაცი არ იღლება და რავიცი რატო არ გამოდგება. ჩვენ ხო მთელი სეზონი ჩავის იმას ვსაყვედურობდით ფეხბურთელები მოედანზე ზლაზვნით მოძრაობენო. ერთადერთი ნათელი წერტილი მუდამ გავი იყო. ეხლა ზამთრამდე გავი შეიძლება ვერც დაბრუნდეს და თუ დაბრუნდება არავინ იცის რა ფორმაში. ეს თუ იაფად მოვა თუნდაც იანვრამდე ნამდვილად დიდ დახმარებას გაგვიწევს, იგივე ვარიანტი იქნება რაც ობამეანგმა და იმ კლდე კაცმა მოიტანა მარჯვენა გარემარბად რო აწიოკებდა ყველას და რეალს 4 უპასუხო გოლი აყლაპეს მადრიდში.

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივლ 2024, 16:00
    #14

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: M10 S9 D11
    აი ეს არ დამანახოთ ბარსაში ბუსკეცის მერე ამის ყოლა ძალიან ტეხასვ მოაშორეთ აქედან


    ??? ბუსის მერე საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე. თან მაგარი პოზიტიური როჟაა რას ერჩი


    არ მევასება ძმაო და რა ვქნა ბუსკეცის თამაშები ხო ნანახი გაქვს ხო იცი როგორ გადაადგილდება როგორ პასებს აკეთებს როგორ იხსნება როგორი ინტელექტუალური იგროკია აი მაგის მეასედი ინტელექტი არ აქვს ამ კანტეს ცარიელი სირბილია მეზიზღება ეგეთი ნახევარ მცველები შავი სამუშაოს იქით რო არ იციან არაფერი და მომკალი თუ გინდა

  • ზურაბ
    schedule 26 ივლ 2024, 14:47
    #13

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: M10 S9 D11
    აი ეს არ დამანახოთ ბარსაში ბუსკეცის მერე ამის ყოლა ძალიან ტეხასვ მოაშორეთ აქედან


    ??? ბუსის მერე საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე. თან მაგარი პოზიტიური როჟაა რას ერჩი


    მართლაც ამ ტიპმა მოაგებინა ბოლოს ჩელსის არ მახსოვს ტოტენჰემთან იყო თუ სიტისთან მარტო კანტემ რომ მოიგო თამაში და ამას იწუენბენ მითუმეტეს თუ კაპიკები ღირს. ბუსკეცის მერე კი მაგ პოზიციაზე რომერო გყავს ან ვაბშე სხვა პოზიციის კაცი. რას ერჩით ამ კაცს თუ იაფი დაჯდება ან იჯარით ცოტა ხელფასის გადახდა მოგვიწევს მე მივესალმები ერთი წლით ასეთი პროფი ფეხბურთელის ყოლას. ეგ დიდი ფუფუნება იქნება თუნდაც ლამასიიდან მოგვეწონოს მაინც კარგი იქნება ამის დამატება ელემენტარული რჩევებს მაინც მიცემს პატარა თაობას თავის პოზიციაზე აბა რომეუმ რა რჩევა უნდა მისცეს

  • rivaldo80
    schedule 26 ივლ 2024, 14:23
    #12

    ხალხი კანტეს იწუნებს 😂😂😂 თავის სტილში დღესაც კი საუკეთესოა ამ ევროპაზეც გამოჩდა რა დონე იგროკია .

  • Barca
    schedule 26 ივლ 2024, 12:29
    #11

    უილამსზე რამე არ ისმისს?

  • Barca for life
    schedule 26 ივლ 2024, 11:49
    #10

    ჯერ ეს ერთი კანტეზე ინტერესი თითქმის 1 კვირის წინ იყო და მაგის მერე არსად არაფერი იწერება.
    მერე მეორე გუშინ ფლიკმა საყრდენის პოზიციაზე თქვა რომ ვარჯიშებზე რასაც ვუყურებ ძალიან მომწონს და ვფიქრობ რომ მაგ პოზიციისთვის შესაბამისი ხალხი უკვე გვყავსო, ამიტომ ძალიან ცოტა შანსია რომ ვინმე მოიყვანონ.
    კასადოს და ბერნალს უნდა მივცეთ შანსი და ახლა ყველაზე სწორი დროა მათ გამოსაცდელად, შასაბამისად ფული ჯობია სხვაგან დავაბანდოთ.

  • Don_Andresito
    schedule 26 ივლ 2024, 11:40
    #9

    ციტატა: M10 S9 D11
    აი ეს არ დამანახოთ ბარსაში ბუსკეცის მერე ამის ყოლა ძალიან ტეხასვ მოაშორეთ აქედან


    ??? ბუსის მერე საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე. თან მაგარი პოზიტიური როჟაა რას ერჩი

  • M10 S9 D11
    schedule 26 ივლ 2024, 10:46
    #8

    აი ეს არ დამანახოთ ბარსაში ბუსკეცის მერე ამის ყოლა ძალიან ტეხასვ მოაშორეთ აქედან

  • Georgebina
    schedule 26 ივლ 2024, 10:22
    #7

    კანტე კია თავმდაბალი, მაგრამ მაგის აგენტი როგორია ვიცით? არაბეთის ხელფასის მერე ბარსელონას ხელფასს დასთანხმდება? თუ არ მოითხოვს ბევრ ხელფასს ამაზე უკეთესი ვარიანტი ამ წამს არვიცი, ჯერ კიდევ საკმაოდ კარგად თამაშობს, სისწრაფეზეც არ დაეტყო ასაკი, საფრანგეთის თამაშში მახსოვს საიდან წამოეწია ერთ-ერთ თავდამსხმელს და ლამის 1-1ზე, რომ იყო აართვა ბურთი. 33 წლის არის, მაგრამ საყრდენია და 2-3 წელი კიდევ ითამაშებს მშვენივრად ჩემი აზრით. ინიესტაზეც იძახდა ზოგი ასაკშიაო, მაგრამ ძალიან ადრე წავიდა, ზუსტად ამ ასაკში წავიდა მგონი არადა ჯერ კიდევ შეეძლო რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე თამაში. ბევრი მაგალითია ნახევარმველებს ასაკი, რომ არ ეტყობათ 37-38 წლამდე.

  • Barca
    schedule 26 ივლ 2024, 09:55
    #6

    კანტე კარგია ნამდვილად და ვფიქრობ რომ დაგვემატებინა ძალიან კარგი იქნებოდა

    ციტატა: PUIOL5
    ამ ვადაგასულ ფეხბურთელებს რომ შეეშვან არ უნდათ? რაღადროის კანტეა, თუ რამის თავი აქვთ როდრიზე იჩალიჩონ


    იცი რა მაინტერესებს? შენ ჯომენტარებს ვუკვირდები სა სულ უარყოფით კომენტარეს რატო წერ?

  • Flying Dutchman
    schedule 26 ივლ 2024, 09:00
    #5

    დე იონგზე ბევრად დიდ საქმეს გააკეთს

  • PUIOL5
    schedule 26 ივლ 2024, 08:37
    #4

    ამ ვადაგასულ ფეხბურთელებს რომ შეეშვან არ უნდათ? რაღადროის კანტეა, თუ რამის თავი აქვთ როდრიზე იჩალიჩონ

  • datio
    schedule 26 ივლ 2024, 08:17
    #3

    კანტე მშრომელი, თავმდაბალი, კარგი პროფესიონალია.
    იმედია აუცილებლად დაიმატებენ

  • La Pulga10
    schedule 26 ივლ 2024, 07:47
    #2

    ფორმაში ნაღდადაა. რატო წავიდა იმ სა*ლეეთში. კიდე 3 წელი გაქაჩავს მინიმუმ. სხვა ვარიანტი არაა და კანტე მშვენიერია ამ სეზონისთვის.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 26 ივლ 2024, 07:07
    #1

    Arada gaasworebda, bavshvebs magar gamkcdilebas miscemda da isec magrad gamogvadgeboda…