workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ჰანსი ფლიკის შესაძლო ტაქტიკური დილემა ბარსელონაში

ჰანსი ფლიკის შესაძლო ტაქტიკური დილემა ბარსელონაში

ჰანსი ფლიკი 10 ივლისს ბარსელონაში პირველ სავარჯიშო სესიას ჩაატარებს და მუშაობას შეუდგება.

გერმანელი მენეჯერის ფავორიტი სქემა 4-2-3-1 არის და თუ ბარსაშიც ამ ფორმაციას გამოიყენებს, საინტერესოა, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე პედრის დააყენებს თუ ილქაი გიუნდოგანს.

ჩანს, რომ პედრი აღნიშნულ პოზიციაზე ესპანეთის ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობს. “ფურია როხას” თავკაცი, ლუის დე ლა ფუენტე 21 წლის ფეხბურთელს მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ათამაშებს, საიდანაც მას საგოლე მომენტების შექმნის მეტი შესაძლებლობა აქვს.

ამასთან, გიუნდოგანმა აღნიშნა, რომ გასულ სეზონში ბარსელონაში კონკრეტული პოზიცია არ ჰქონდა, რითაც დაიღალა. გერმანიის ნაკრებში ისიც სწორედ შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და ბრწყინვალედ გამოიყურება.

Tribuna.com-ის ვერსიით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ გიუდოგანმა პედრის უკან ითამაშოს: გერმანელი სიღრმიდან შეტევების დაწყებაში ძლიერია და პოზიციების დაკავებაშიც უფრო გამოცდილია. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ გავი ტრავმირებულია, მიკელ მერინო (ბარსას ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე) კი კლუბს ჯერ არ გაუფორმებია, შესაბამისად, აღნიშნული ადგილი ვინმემ უნდა შეავსოს – ამისთვის ილქაი კარგი ვარიანტია.

როცა პედრი თავდამსხმელებთან ახლოს მოქმედებდა, საუკეთესო ფორმას აჩვენებდა, ამიტომ ის ბარსელონაში ხსენებულ პოზიციაზე შანსს იმსახურებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 06 ივლ 2024, 00:01
    #7

    ამ ტაქტიკას ერთი ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი ჭირდება, რომ შეუწყვილდეს ფრენკის. ვინმე გორეცკას მსგავსი.

  • nika 54
    schedule 05 ივლ 2024, 13:00
    #6

    ცოტაც აცალონ ფლიკს 5 დღე დარჩა, ჩაატარებს პირველ ვარჯიშს და ეგება თვითონ გადაწყვიტოს რა და როგორ ჯობია.

  • rivaldo80
    schedule 05 ივლ 2024, 00:21
    #5

    საყრდენის გარეშე ბევრი გუნდი დაგვჩაგრავს ამ ტაკტიკით

  • Albicelecte
    schedule 04 ივლ 2024, 19:58
    #4

    ანუ ფრენკიმ იკადრა საყრდენზე დადგომა?!

  • C.PC5
    schedule 04 ივლ 2024, 18:17
    #3

    დაალაგეს ვსო აწი რაღა გვიჭირს. ან მერინო სადაა ჯერ, ან რაფინია თუ რჩება, ან სულაც ლევანდოვსკი, თვითონ ფლიკს არ აქვს ჯერ ეგ დაგეგმილი რას პრაფესორობენ წინასწარ

  • JustBarcaLover
    schedule 04 ივლ 2024, 16:42
    #2

    ეს რეკლამები გამაღიზიანებელი კი არის მაგრამ ბურთი რო დახტის მაგარი ძერსკია :დ

  • MESSI 2017
    schedule 04 ივლ 2024, 16:41
    #1

    რაფინიას რომ ვხედავ სასტარტოში გუკი მერევა ჰო და კიდე დაიწერა რო წელს დიდი ალბათობით გუნდს ან კუნდე ან არაუხო დატოვებსო თუ რამე არ შეიცვალა