workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას სამიზნეთა შედარება | ლუის დიასი თუ ნიკო უილიამსი?

ბარსას სამიზნეთა შედარება | ლუის დიასი თუ ნიკო უილიამსი?

Mundo Deportivo-მ “ბარსელონას” ორი სამიზნის, ლუის დიასისა და ნიკო უილიამსის სტატისტიკა ერთმანეთს შეადარა.

კატალონიური გამოცემის დათვლილ ციფრებში ფეხბურთელები დაახლოებულ თანაფარდობას ინარჩუნებენ, თუმცა გარკვეულ ასპექტებში ერთმანეთს მაინც აღემატებიან.

ლუის დიასი და ნიკო უილიამსი, ორი მოთამაშე, რომლებიდანაც “ბარსელონა” ზაფხულში ერთ-ერთის დამატებას შეეცდება. კოლუმბიელი გარემარბი თავის მაღალ სათამაშო დონეს “ლივერპულის” რიგებში ამტკიცებს, ახალგაზრდა უილიამსი კი გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე გამოდგა. ერთიც და მეორეც “ბარსელონას” ახალ პროექტს კარგად მოერგებოდა, თუმცა არჩევანი ან ერთზე ან მეორეზე უნდა გაკეთდეს.
გოლების თვალსაზრისით, 2023/2024 წლების სეზონში დიასმა ნიკოს 5 ბურთით აჯობა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა, ნიკომ კი 8 ბურთის გაფორმება შეძლო. გარდა ამისა, არსებობს სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ გატანაზე დიასი უფრო მეტად იყო ორიენტირებული, ვიდრე მისი კონკურენტი უილიამსი. ამ ყველაფერზე მიუთითებს ფაქტი, რომ გასული პრემიერ ლიგის სეზონში დიასმა მეტოქის კარის მიმართულებით 65-ჯერ დაარტყა, ლა ლიგაში კი “ატლეტიკ ბილბაოს” ფეხბურთელმა ანალოგიური მხოლოდ 36-ჯერ გააკეთა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულ უპირატესობისა, ნიკო დიასზე აშკარად წინ საგოლე პასების თვალსაზრისით დგას. ახალგაზრდა ესპანელმა ყველა ტურნირზე 16 საგოლე გადაცემა მიითვალა, დიასმა კი ამის გაკეთება მხოლოდ 5-ჯერ შეძლო. სხვათა შორის, ნიკო დრიბლინგებშიც საუკეთესო იყო. 21 წლის მოთამაშემ ლა ლიგის სეზონში 86 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა (ჩამორჩა მხოლოდ სავინიოს, რომელსაც 102 წარმატებული მცდელობა ჰქონდა), დიასმა კი პრემიერ ლიგაში 67 სოლო რეიდი შემოგვთავაზა.
რაც შეეხება დაცვით ფაზას, აქ სტატისტიკა თითქმის თანაბარია. ნიკო უილიამსმა ბურთი 131-ჯერ დაიბრუნა და 151 ორთაბრძოლა მოიგო, დიასის სტატისტიკა კი 127/141-ზეა.

– წერს Mundo Deportivo.

ცხადია, სატრანსფერო ბრძოლაში მთავარი მაინც ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება იქნება, რაშიც სპორტულ დირექტორ დეკუს დიდი შრომის ჩადება მოუწევს.

Transfermarkt-ის მიხედვით, ნიკოს სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა, დიასი კი 15 მილიონით მეტი ღირს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 01 ივლ 2024, 18:07
    #6

    Transfermarkt-ის მიხედვით, ნიკოს სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა, დიასი კი 15 მილიონით მეტი ღირს.
    ამ ბოლო წინადადებამ ბევრი რამ გადაწყვიტა ნიკოს სასარგებლოდ, იმიტომ რო მათხოვარ გუნდად გვაქციეს.

  • iniesta73
    schedule 30 ივნ 2024, 21:48
    #5

    ვილიამსის დათრევის რამე შანსი თუ აქვთ არცუნდა დაფიქრდნენ მარა მეეჭვება შეძლონ როგორც ლაპარაკიდან მივხვდი დიდად არაა ბარსაში თამაშით დაინტერესებული

  • shu1987
    schedule 30 ივნ 2024, 21:30
    #4

    რა დიასი, ნიკო ბავშვია და ბევრად პროდუქტიული, დიასი ტრანმვიანია , დიასმა 65-ჯერ დაარტყა და 13 გაიტანაო ეს კარგი სტატისტიკაა ?? ნიკო ბარსაში ბევრად მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ ვიდრე დიასი.

  • Rick Sanchez
    schedule 30 ივნ 2024, 21:29
    #3

    არც ერთია იდეალური ვარიანტი და არც მეორე. შეიძლება ოდნავ სუბიექტურად, მაგრამ მაინც კვარა მირჩევნია ორივეს..

  • MESSI 2017
    schedule 30 ივნ 2024, 20:44
    #2

    ნიკო რო რამე გაიყიდება მაინც მომავალში და იამალთან კაი დუო აქვს

  • Mirza
    schedule 30 ივნ 2024, 19:50
    #1

    ნიკო უილიამსი