მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ალმერიასთან გამართული მატჩი ბარსელონას მაისურით 411-ე აღმოჩნდა.
ეს ნიშნავს, რომ გერმანელმა, ბარსაში, მეკარეებს შორის ჩატარებული მატჩებით, ანდონი სუბისარეტას გადაასწრო და მე-2 ადგილზე გადავიდა. მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ვიქტორ ვალდესს (536) აქვს.
🚨 411 GAMES! 🚨@mterstegen1 takes sole possession of second place on FC Barcelona’s all-time appearances list for goalkeepers! 👏👏👏 pic.twitter.com/TiLXH195us
— FC Barcelona (@FCBarcelona) May 16, 2024
ტერ შტეგენი ბარსელონამ 2014 წელს შეიძინა. 2016 წლამდე ის სათამაშო დროს კლაუდიო ბრავოსთან იყოფდა, ჩილელის წასვლის შემდეგ კი უპირობო პირველი ნომერი გახდა და ამ სტატუსს დღემდე ინარჩუნებს.

წესით ვალდესს გადაასწრებს თუ 35 წლამდე ჩვენთან დარჩება
მაგ დროს რომ ეს ყოლოდა ბარსას შეიძლება უფრო მეტი ტიტული ქონოდა
თამაშები კარგია, მაგრამ ვალდესს თუ ტიტულებითაც გაასწრებს მთლად უკეთესი.
კიდევ 125 მატჩი, რომ დაეწიოს, ამას თითქმის 3 წელი დაჭირდება.