ამ კვირამ, ფეხბურთის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. მატჩებისა დაფიქსირდა ბევრი გასაოცარი მომენტი. მოდით სანამ “ბარსელონა”–”სევილიას” შეხვედრა დაიწყებოდეს, ვიდეოების სახით გავეცნოთ ყველა მომხდარ ფაქტს.
მექსიკური გუნდის, “ჩივასის” ფეხბურთელებმა ახალი გოლის აღნიშვნა გამოიგონეს. მარკო ფაბიან დე ლა მორომ და ალბერტო მედინამ, ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის და გატანილი გოლის შემდეგ, საინტერესო რაღაც გააკეთეს.
ასევე განაგრძობს ჩვენს გაკვირვებას რონალდინიო. გუნდის ვარჯიშზე მან საინტერესო შოუ შემოგვთავაზა.
კვლავ ბრაზილია და კვლავ საოცარი მომენტი. “სან–პაულუს” ფეხბურთელებმა ზედიზედ ოთხჯერ გაარტყეს მეტოქის ძელს ბურთი და მაინც ვერ გაიტანეს.
ეს კი უკვე ინგლისია. “მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე, გუნდის გოლკიპერმა ჯო ჰართმა, ბომბარდირის მისიები შეასრულა და ფანტასტიკური გოლიც გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც “ჩელსი” “გენკს” უპირისპირდებოდა, ერთი ძალზედ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. დავიდ ლუისი რამდენიმე წამის მანძილზე ლოცავდა ფერნანდო ტორესს და როგორც თავად ნახეთ, ამან შედეგი გამოიღო. ესპანელმა იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ეს კი უკვე საბერძნეთია. “აეკი–”ოლიმპიაკოსის” მატჩის დროს, ერთ–ერთმა ფეხბურთელმა ემოციები ვერ დამალა და წაქცევის გამო, მეტოქეს შურისძიების მიზნით აი ასეთი რაღაც გაუკეთა.