workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვიდო როდრიგესის ტრანსფერი შეთანხმებულია – არგენტინელი ბარსელონასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

გვიდო როდრიგესის ტრანსფერი შეთანხმებულია – არგენტინელი ბარსელონასთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონამ ბეტისის საყრდენ ნახევარმცველ გვიდო როდრიგესთან ვერბალურ შეთანხმებას მიაღწია.

კონტაქტის გასაფორმებლად ბარსა FFP-სთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას უნდა დაელოდოს. თავად არგენტინელთან ყველაფერი შეთანხმებულია და მის ტრანსფერს ჩავიც დათანხმდა.

გვიდო “ბლაუგრანასთან” 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულს არგენტინელი ჟურნალისტი სესარ ლუის მერლოც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ როდრიგესი ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 

30 წლის ფეხბურთელი რივერ პლეიტის აღზრდილია. მას დეფენსა ი ხუსტისიაში, ტიხუანასა და კლუბ ამერიკაშიც უთამაშია, ევროპაში კი პირველად 2020 წელს გადმობარგდა და ბეტისს შეუერთდა, რომელთანაც ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 10 მაი 2024, 08:43

    ისე კარიერაში არ ქონია მაინცდამაინც დიდი აღმასვლები. ბეტისში დავაჟკაცებული გამოადგება ბარსას?

  • Rick Sanchez
    schedule 10 მაი 2024, 07:50

    ეს სკამზე კარგია მაგრამ ძირითადისთვის ვინ მოჰყავთ?

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 10 მაი 2024, 00:11

    Imedia skamistvis ganixileba da dzaanac kai,tan argentineli miswordeba,tore dziritadze tu uyureben da laporta da deco tqvens ojaxebs shvc mashin me.

  • MESSI 2017
    schedule 09 მაი 2024, 23:53

    ციტატა: C.PC5
    ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არგენტინელი გვჭირდება შემადგენლობაში მინიმუმ ერთი ნამდვილად😆 რავი მშვენიერი ტრანსფერია უფასოს კვალობაზე, სუბიმენდის დამატებასაც თუ აპირებენ მაშინ კრისტენსენს ან დეიონგს გაუშვებენ სავარაუდოდ, მაგრამ მე თუ მკითხავ შეტევას უფრო უნდა მიხედონ ამ ტრანსფერის მერე, იამალის გარდა აშკარად არავის იმედი არ უნდა გქონდეს შემტევებში, როკეც არ ვიცით ჯერ რას წარმოადგენს და ისე მიდის საქმე არც უნდათ გაგვაგებინონ მემგონი, ერთი ტოპ შემტევი უნდა გამოაძრონ რამენაირად თორე ძაან დიდია რეალთან ჩამორჩენაც უკვე, მბაპეს და დეივისსაც რომ დაიმატებენ ჩვენ ვის ვუპირისპირებთ? მარტო იამალს? რაფინიას და ფელიშის ვარსკვლავობა არ გაიშვას, ყავარჯნიანი პედრი და ბებერი გუნდოგანიც დიდ იმედს ვერ იძლევიან, ან გავიც რანაირად დაბრუნდება, შეტევაზე უფრო მეტია საფიქრალი ამ ტრანსფერის მერე მოკლედ, თუ ვერ დაიმატებენ სუბიმენდის რაღაც კომბინაციის მოფიქრება შეიძლება რო ორი ფეხბურთელით ამოკეტონ საყრდენი ზონა, მაგასაც თუ ვეღარ მოიფიქრებს ჩავი მაშინ მოუწევს იანვარშივე აბარგება.


    რაღა ეს მოყავთ მერე დიბალა მოიყვანონ ანდაც ალავრეზი ნუნიეზს რომ ეჩალიჩებიანფაუცვალონ როკეში და ეგაა

  • C.PC5
    schedule 09 მაი 2024, 22:05

    ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არგენტინელი გვჭირდება შემადგენლობაში მინიმუმ ერთი ნამდვილად😆 რავი მშვენიერი ტრანსფერია უფასოს კვალობაზე, სუბიმენდის დამატებასაც თუ აპირებენ მაშინ კრისტენსენს ან დეიონგს გაუშვებენ სავარაუდოდ, მაგრამ მე თუ მკითხავ შეტევას უფრო უნდა მიხედონ ამ ტრანსფერის მერე, იამალის გარდა აშკარად არავის იმედი არ უნდა გქონდეს შემტევებში, როკეც არ ვიცით ჯერ რას წარმოადგენს და ისე მიდის საქმე არც უნდათ გაგვაგებინონ მემგონი, ერთი ტოპ შემტევი უნდა გამოაძრონ რამენაირად თორე ძაან დიდია რეალთან ჩამორჩენაც უკვე, მბაპეს და დეივისსაც რომ დაიმატებენ ჩვენ ვის ვუპირისპირებთ? მარტო იამალს? რაფინიას და ფელიშის ვარსკვლავობა არ გაიშვას, ყავარჯნიანი პედრი და ბებერი გუნდოგანიც დიდ იმედს ვერ იძლევიან, ან გავიც რანაირად დაბრუნდება, შეტევაზე უფრო მეტია საფიქრალი ამ ტრანსფერის მერე მოკლედ, თუ ვერ დაიმატებენ სუბიმენდის რაღაც კომბინაციის მოფიქრება შეიძლება რო ორი ფეხბურთელით ამოკეტონ საყრდენი ზონა, მაგასაც თუ ვეღარ მოიფიქრებს ჩავი მაშინ მოუწევს იანვარშივე აბარგება.

  • MESSI 2017
    schedule 09 მაი 2024, 21:53

    თუ უფასო ხალხი მოყავთ ვანდაიკს დელაპარაკონ დროზე ბიჭო გამოცდილი მცველი გვინდა უკან

  • shu1987
    schedule 09 მაი 2024, 21:42

    საზიზღრობაა სატირალი რომ არ იყოს, უფასო რახანაას თემაა თუ რა უბედურებაა ??? თუ ნორმალური არავინ არ უნდა მოეყვანათ და გჰნდი ვერ უნდა ამომძვრალიყო ქაქიდან რას დაყიდა ლაპორტამ ყველაფერი მე მაგის აფერისტი მატყუარა დედა…. ყოფილიყო ბუსკეცი მაშინ ამასაც და რომეუსაც ბევრად აჯობებდა, იმედია ვცდები და გაამართლებს.

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2024, 21:25

    იმედია სკამზე მოყავთ და ზუბიმენდისაც მოაყოლებენ თორე ამის იმედზე თუ დავრჩით ვერ იქნება კარგად საქმე

  • Barca
    schedule 09 მაი 2024, 21:18

    უცებ მესი მეგონა ფოტოზე😆😆

  • Jorkaeff
    schedule 09 მაი 2024, 21:12

    შავ საქმეს ასრულებს ისე მშვენივრად მოედანზე რომეუსგან განსხვავებით.

  • alwaysculerr
    schedule 09 მაი 2024, 20:48

    სკამისთვის თუა გათვლილი კარგია, ორი მაღალი დონის საყრდენის მოყვანის @რაკი ამათ არაქვთ, იმედია ონანა ან სუბიმენდი დაიდება