workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” “არსენალს” ოფიციალური წინადადებით მიმართა

“ბარსელონამ” “არსენალს” ოფიციალური წინადადებით მიმართა

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ხუან ოლივერმა დაადასტურა, რომ კატალონიურმა კლუბმა ლონდონის “არსენალს” ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართა. აღნიშნულ საკითხზე ოლივერმა Herbalife-თან დადებული ახალი ხელშეკრულების პრეზენტაციის დროს ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ სესკს სურს “ბარსელონაში” თამაში და კლუბის სურვილიცაა ფაბრეგასის შეძენა, მაგრამ არსებობს მესამე მხარე – “არსენალიც”. ყველა შეთანხმება კლუბთან უნდა იქნას მიღწეული. სატრანსფერო ფანჯარა პირველი ვნისს გაიხსნა. მანამდე ჩვენ არაოფიციალურ მოლაპარაკებებს ვააწარმოებდით, გუშინ საღამოს კი ონდონელებს ოფიციალური, წერილობითი წინადადებით მივმართეთ” – ციტირებს ოლივერის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში