“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა უემბლის ფინალი და ის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მან თამაშის მსვლელობისას სერჟიო ბუსკეტსისგან მოისმინა, რის შემდეგაც ინგლისელმა ფეხბურთელმა, როგორც თავად ამბობს, თავი შერცხვენილად იგრძნო.
2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონასთან” გრძელი პასებით ვთამაშობდით, განსაკუთრებით კი ამას ვიდიჩთან ერთად ვაკეთებდი, რათა მათი კარის მიმართულებით ბურთი მეტად გადაგვეტანა და უფრო მეტი სიახლოვე გვქონოდა. მახსოვს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ჩემთან ბუსკეტსი მოვიდა, რომელმაც თავისი სიტყვებით მეც და ვიდიჩსაც თავი შერცხვენილად გვაგრძნობინა.
ის ამბობდა: შენც, ვიდიჩიც, ბუმ, ბუმ, ბუმ.. ამით მან გრძელი პასების კეთებაზე დაგვცინა, მე კი თავი ასე შერცხვენილად არასდროს მიგრძნია.
– თქვა რიო ფერდინანდმა.




ბუსკეტსი ხერხემალი, ტვინი და გუნდის მთავარი ძრავა იყო. ძალიან დიდი ხანი განვიცდით მის წასვლას.
ბუსკეცმა ნათლად გამოაჩინა CDM პოზიციას რამხელა ტვინი უნდა,
ნ1 ია
ბარსასაც აქვს პრობლემები, მაგრამ ეს ფინანსურიდან წამოვიდა. მანჩესტერს ფინანსები არ აკლია, მაგრამ ფერგის წასვლის მერე ეს გუნდი საშუალო დონის გუნდად გადაიქცა და დღემდე ასეა. 9 მწვრთნელი გამოიცვალეს, ასობით მილიონი დახარჯეს, მაგრამ არაფერი იცვლება.
რა დრო იყო, მანჩესტერი მანჩესტერობდა და ბარსელონა ბარსელონობდა🥲 ორივე გენიალური გუნდი იყო შემადგენლობითაც, შედეგებითაც და თუნდაც ტაქტიკურად, თუმცა იმ ბარსას რათქმაუნდა ვერვინ შეედრებოდა.
მაინც სასიამოვნოა ასეთი "აღიარებების" მოსმენა. ორმაგად პატივსაცემები არიან ისინი ვისაც არ რცხვენია იმის აღიარება რო იყო ერთი პერიოდი, ზღაპრული ბარსას ისტორიაში როცა ყველანი მოწიწებით გვექცეოდნენ და არა ისე როგორც ეხლა. როცა პსჟ-ს მთელ ფანობას უხარიათ რო ბარსა შეხვდათ და შემდეგი ეტაპი უკვე გადახულად მიაჩნიათ.
ეხ რიო, კაზემიროს რო ადარებდენ თეთრების გულშემატკივრობა მაგარი შერცხვენილად ვგრძნობდი მეც თავს.
უმაგრესია როდრი მაგრამ ბუსიკას დონეს ვერავინ ვერ დადებს კაი ხანი კი არადა შეიძლება ვერც ვერასდროს უნიკალირი იყო არავის არ გავდა.
იმიტომ რომ ტიკი ტაკამ ისე დაგჩაგრათ სანახაობას კლავდით ამ გადაშხუილებული პასებით😂😂🤣🤣