“ბარსას” გულშემატკივრების მიერ ჩავი ერნანდესი 2010/11 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როცა მან აღნიშნული პრიზი მიიღო, გულშემატკივრების შეკითხვებსაც უპასუხა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა 837 დასმული შეკითხვიდან ექვსი საუკეთესო შეარჩია.
ჩავი: “ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ვღელავ, რომ საუკეთესოდ დამასახელეს ჩემი კოლეგების გვერდით. ეს სიამაყით მავსებს. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ყველას.“
შეკითხვა (ავტორი: ლეონელ ოვიდიო ესპინოზა კოტა): რაზე ოცნებობდით, როცა პატარა იყავით?
ჩავი: “ბარსაში” თამაშზე. სწორედ ამ ოცნებით ვიყავი შეპყრობილი იმ მომენტიდან, როცა მივხვდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა და მას შემდეგ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე “ბარსას” ფანი ვარ, ეს ნამდვილად ოცნების ახდენას ჰგავს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან ჩემი ბავშვობის ბევრი ოცნება ამიხდა და ამ შემთხვევაში ეს იყო “ბარსაში” თამაში.
შეკითხვა (ავტორი: ნოზიზვე მასეჩაბა ს პლაინი): რომელია თქვენი საუკეთესო მოგონება საფეხბურთო კარიერაში?
ჩავი: ყოველთვის გახსოვს შენი დებიუტი, როცა ახალგაზრდა იყავი, ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდი და ხედავდი ხალხს, რომლებიც პირველ გუნდში თამაშით აღფრთოვანებულები იყვნენ. ახლა ყველაფერი მარტივადაა, ვინაიდან მწვრთნელი უფრო მეტ შანსებს აძლევს ახალგაზრდებს. ჩემს დროს ეს რთული იყო, რადგან გუნდს ძალიან ესაჭიროებოდა ტიტულების მოგება. ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე “ბარსაში”, მაგრამ გუნდის ემბლემის ტარება ბავშვპბიდან, ყველაზე განსაკუთრებულია. ყოველთვის დიდი პატივი იყო “ბარსას” მაისურის ტარება და მეც ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს.
შეკითხვა (ავტორი: აგნიესკა გოლაბეკი): რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
ჩავი: ბევრი. მაგალითად, მიყვარს ლოკოკინა, მაკარონი, პასტა და იაპონური კერძები. ასე განსაკუთრებულად არაფერი მიყვარს, მაგრამ ალბათ უფრო პასტა… ლოკოკინაც ძალიან მიყვარს, ტიპიური კატალონიური ლოკოკინა.
შეკითხვა (ავტორი: ალექსანდრა ჯონსონი): თქვენი თავი წარმოგიდგენიათ “ბარსას” გარდა სხვა რომელიმე გუნდში?
ჩავი: არა, ვერ წარმომიიდგენია ასეთი რამ. იმედი მაქვს, რომ კარიერას “ბარსაში” დავასრულებ. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, ვინაიდან აქ ძალიან მაღალი დონეა, მაგრამ კარიერის დასრულებას აქ, “ბარსაში” ვისურვებდი. მე იმდენად დიდი გულშემატკივარი ვარ, რომ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა გუნდში.
შეკითხვა (ავტორი: სუზან ობეია): რომელია თქვენი საყვარელი თასი, რომელსაც სახლში ინახავთ?
ჩავი: ჩვენ ყოველთვის გუნდურად ვიგებთ ტიტულებს, ასევე ინდივიდუალურ დონეზეც ვიღებთ სხვადასხვა ჯილდოებს, ვინაიდან ვიმარჯვებთ და “ბარსა” მსოფლიოს სტანდარტებს ნერგავს. ყველაზე მეტად გუნდზე ვზრუნავ. მე მოვიგე 3 ჩემპიონთა ლიგა და 6 ლა ლიგა და ეს ყველაფერი გავაკეთე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. სწორედ ამით ვამაყობ, რომ ამდენი მეგობარი შევიძინე პროფესიულ ფეხბურთში, რაც მარტივი არაა. აქ ბევრი წინაღობებია, დიდი კონკურენციაა ჩვენს შორის, მაგრამ ჩვენ მაინც მეგობრები ვართ და არა მხოლოდ ახლა, არამედ ახალგაზრდულ გუნდში თამაშიდან მოყოლებული.
შეკითხვა (ავტორი: ნელი ა ფერერა ოლავერი): ამდენი თასების მოგების შემდეგ, სახლში თავისუფალი ოთახი დაგრჩათ?
ჩავი: დიახ, მე მაქვს ოთახი სავსე სურათებით, თასებით, სპორტული პუბლიკციებით, რომლებიც ჩვენ გვეხება. ვცდილობ, შევინახო ისინი, ვინაიდან კარიერა დასასრულისკენ მიდის. როცა ახალგაზრდა ხარ და თამაშობ, ასეთი რამ უმნიშვნელოა შენთვის, მაგრამ ახლა ვინახავ თასებს, მაისურებს… ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. დიახ, სახლში თავისუფალი ოთახი მაქვს.
ჩავი: “ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს ამ ჯილდოსთვის. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ გააგრძელებთ კლუბის სიყვარულსა და მხარდაჭერას. გეხვევით ყველას!”



