ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნაისტებთან საუბრისას, დანი ალვესი არ დაიბნა და უპასუხა პრესის წარმომადგენლების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ჟოზე მოურინიოს განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა პორტუგალიელმა მწვრთნელმა კომენტარში ცინიკურად მოიხსენია “ბარსას” მეტოქეები. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას ბრაზილიელმა მცველმა მოკლედ უპასუხა და აღნიშნა: “არ ღირს მოურინიოზე საუბარი, ვინაიდან უკვე ყველამ კარგად იცის მისი თვისება, დააკნინოს სხვების მიღწევები.”
“დაე, ილაპარაკოს რამდენიც უნდა. ის ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს. ამ თამაშში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, ვინაიდან ამ მხრივ სხვადასხვა დონეზე ვდგავართ. ჩვენ მხოლოდ მოედანზე ვმართავთ შეჯიბრს.” – დაასრულა ალვეშმა.


