მარტის დასაწყისში “ატლეტიკ ბილბაოსთან” მიღებული ტრავმის შემდეგ “ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ ვარჯიში განაახლა.
ესპანელი ფეხბურთელი ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას მიჰყვება, თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ იგი ამას უკვე საფეხბურთო მინდორზე აკეთებს და არა დარბაზში.
პედრის დაბრუნება “ლას პალმასთან” მატჩისთვის ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ იგი, შესაძლოა, პსჟ-სთან მატჩის განაცხადშიც მოხვდეს.
მიმდინარე სეზონში პედრის ტრავმები აწუხებს. მან უკვე მესამედ მიიღო დაზიანება, რის გამოც, საერთო ჯამში, 18 მატჩის გამოტოვება მოუწია.
ძაან ცოდოა ეს ბიჭი რა, გააწამა ტრავმებმა.
მძიმე კარმა დაგვიტოვა დემბელემ, მაგის მოსვლამდე ამდენი ტრავმა არ მახსენდება ბარსას შემადგენლობაში. მეგონა წავიდოდა და დავისვენებდით, მაგრამ ჩვენ ისევ ვიტრამვებით და ეგ მგონი საერთოდ აღარ იტრამვება.
ნახეთ რა ბავშვი გვყავს აკადემიაში, 15საა და როგორც ამბობენ იამალის კვალზე მიდის.
ჯარიმა გინდა, დრიბლინგი გინდა, პასი გინდა, დარტყმა გინდა, პოზიციის შერჩევა გინდა, ხედვა გინდა…აი ყველაფერი აქვს ტიპს.
სასწაულია ასაკის გათვალისწინებით.
რა ქვია?
Guille Fernández
რა პოზიციაზე თამაშობს
ნახეთ რა ბავშვი გვყავს აკადემიაში, 15საა და როგორც ამბობენ იამალის კვალზე მიდის.
ჯარიმა გინდა, დრიბლინგი გინდა, პასი გინდა, დარტყმა გინდა, პოზიციის შერჩევა გინდა, ხედვა გინდა…აი ყველაფერი აქვს ტიპს.
სასწაულია ასაკის გათვალისწინებით.
რა ქვია?