“გრანადასთან” ნათამაშები ფრის შემდეგ, ლა ლიგის მომდევნო მატჩს “ბარსელონა” შაბათს გასვლაზე “სელტას” წინააღმდეგ გამართავს. კლუბს მოგება ისე სჭირდება, როგორც არასოდეს, თუმცა სელტას” სტადიონი “ბალაიდოსი” ის ადგილია, რომლიდანაც კატალონიელებს 3 ქულის წამოღება განსაკუთრებით უჭირთ.
“ბალაიდოსზე” ბოლო ჩატარებულ 8 მატჩიდან “ბარსამ” მხოლოდ ერთი მოიგო. კლუბი 4-ჯერ დამარცხდა, 3-ჯერ ფრე ითამაშა და ერთადერთხელ, 2020 წელს მოიგო (3-0). კლუბმა “სელტას” წინააღმდეგ ბოლო რვა მატჩიდან შვიდში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა. ბოლო 10 ჩატარებულ სეზონში “ბარსელონამ” “ბალაიდოსზე” მატჩების მხოლოდ 30% მოიგო, ხოლო მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 6 მატჩში 16 გოლი გაუშვა. გერმანელს სხვა არცერთ სტადიონზე ჯამში ამაზე მეტი გოლი არსად მიუღია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ “სელტას” თავდამსხმელისთვის – იაგო ასპასისთვის – “ბარსელონა” ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა. ჩატარებულ 18 მატჩში მან კატალონიელებს 10 გოლი გაუტანა, მათგან 9 – ტერ-შტეგენს. ამ მხრივ, იგი უსწრებს არიც ადურისსა (6 გოლი) და ინიაკი ვილიამსს (5 გოლი).
ამრიგად, სტატისტიკა მოწმობს, რომ “ბარსელონას” ვიგოში იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება.
აი სულ ასეა…. თამაში ხვალისთვის არის დანიშნული და დღეს უკვე ყველა ჩაჯმ…ა.
ყველა მატჩის წინ ჩავი იძახის რომ ძლიერ გუნდს ვხვდებით და მძიმე მატჩი გველის, ჟურალისტებიც ნავთს ასხამენ ცეცხლზე.
იცით რატომ იგებს რეალი თითქმის ყველა მატჩებს? იმიტომ მეგიბრებო. რომ მატჩის წინ მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ასე ამბობენ – ჩვენ გავდივართ მოედანზე მოსაგებად და ჩვენთვის სულ ერთია ვინ არის მოწინააღმდეგე…… და იგებენ…. იმიტომ რომ სჯერათ თავისა თავის….
ბარსას ფეხბურთელები კიდევ თავიდანვე მანდრაჟით გამოდიან და აბა როგორ მოიგებენ?
აბა ერთი დააკვირდით მათ სახეებს მოედანზე გამოსვლის წინ…. შეგეცოდება ისეთი მოღუშულები არიან…..
თავით თანნ
წაგვიგია და ეგ არის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასპასი ის ღარ არის რაც იყო. ძირითადიდანაც კი აღარ იწყებს თამაშს, მეორეში შემოყავთ ხოლმე.
სელტასთან გაიტანა გოუთმა ბოლო გოლი ბარსელონას მაისურით😭❤️🔥