მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლურჯ–ბროწეულისფერი ესპანეთი

ლურჯ–ბროწეულისფერი ესპანეთი

 

     მას შემდეგ რაც “რეალმა” დათმო პირველი ადგილი “ბარსელონასთან” გულშემატკივართა რაოდენობით, ისინი პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ იმ კლუბებს შორის, რომლის მიმართაც ხალხს ანტიპათია აქვს. “რეალის” მიმართ ესპანელ გულშემატკივართა 51% განწყობილია უარყოფითად, რაც კატალონიელთა მაჩვენებელზე გაცილებით მეტია.

   ახალი სტატისტიკა კარგად ასახავს “ბარსას” პოპულარობის ზრდის ტემპს. ჯერ კიდევ  8 წლის წინ, რეალს 20% მეტი გულშემატკივარი ჰყავდა ვიდრე “ბლაუგრანას”, 2007 წელს ეს ციფრი 7% იყო, ახლა კი “ბარსელონა” წინ გაიჭრა.

 

  როგორც ხედავთ, 44% ასახელებს “ბარსელონას” საყვარელ კლუბებს შორის, “რეალს” კი 37%. “ატლეტიკომ” და “ვალენსიამ” 18 % მოაგროვეს.

 

 

 

  რაც შეეხება იმ გუნდებს, რომელიც გულშემატკივარს არ უყვარს აქ “რეალი” ლიდერობს. მას აქვს 51%, “ბარსას” კი 40%.

 

 

  ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ დედაქალაქელ გულშემატკივართა 97% საძულველ მეტოქედ კატალონიელებს თვლის, ბარსელონაში კი მხოლოდ 77% მიაჩნია “რეალი” ყველაზე საძულველად.  ყველაზე მეტად მადრიდელები არ უყვართ: “ოსასუნას” გულშემატკივრებს (92%), “ატლეტიკოს” (84%), “რეალ სოსიედადს” (78%). ერთნაირი სტატისტიკით ვერ იტანენ ერთმანეთს “ბეტისის” და “სევილიას” ფანები (85%–82%).

 

ცალკეული  მოთამაშეები:

 

    “ბარსელონელი” ლიონელ მესის გულშემატკივრები პრიმერას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, იგი ლიდერობს მოქმედ ფეხურთელთა შორისაც.მესი, მარადონა და დი სტეფანო– ესაა საუკეთესო სამეული ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში. 20–დან 14 გუნდის წარმომადგენელმა მესი საუკეთესო მოქმედ ფეხბურთელად დაასახელა. მესისთან ერთად სამეულში მოხვდნენ ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი. კრიშტიანუ რონალდუ მე–4 ადგილს იკავებს, ისევე როგორც რაულ გონსალეს ბლანკო ყველა დროის საუკეთესოთა შორის

 

 

   როგორც გითხარით ყველა დროის საუკეთესოდ მესი დაასახელეს, მას მოჰყვებიან: მარადონა, დი სტეფანო, რაული, ზიდანი და კრუიფი. მოქმედ ფეხბურთელთა შორის რეიტინგი ასეთია: მესი, ინიესტა, ჩავი, რონალდუ. პირველ 10 ფეხბურთელს შორის 5 “ბარსელონელია” (პირველ სამეულთან ერთად ვილა და პუიოლი), ხოლო “რეალელი” 4 ფეხბურთელია( რონალდუ, კასილიასი, ალონოს, ოზილი).

 

საინტერესო ფაქტები:

 

     მიუხედავად იმისა, რომ რაული აღარ თამაშობს პრიმერაში იგი მაინც ერთ–ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად რჩება პირინეის ნახევარკუნძულზე. 11 გუნდის ფანებმა იგი საუკეთესოთა შორის დაასახელეს
    ყურადღებას იმსახურებს “გამადრიდებული”   “სევილია”.  ამ გუნდის ფანების აზრით საუკეთესო მწვრთნელია მოურინიო, საუკეთესო ფეხბურთელი– კასილიასი, ხოლო მას მოჰყვებიან : რონალდუ და ოზილი.
  “რეალის”, “რაი ვალიეკანოს” და “ხეტაფეს” ფანებმა დი სტეფანო საუკეთესოდ სცნეს, “ბარსელონას” ფანებმა კი მას მხოლო მე–3 ადგილი არგუნეს, მესის და მარადონას შემდეგ. ოქროს ბურთის მფლობელი, ერთადერთი ესპანელი ლუის სუარესი კი ყველასთვის გასაკვირად, რეიტინგებს მიღმა დარჩა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში