2021 წლის 30 ოქტომბერს სერხიო აგუერომ “ბარსელონაში” ბოლო მატჩი ჩაატარა. ეს მისთვის კარიერაშიც ბოლო შეხვედრა იყო, რადგან გულის არითმიის გამო კუნმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა.
არგენტინელი “ალავესთან” მატჩის პირველ ტაიმში ცუდად გახდა და მოედნის დატოვება მოუწია, შემდეგ კი გაირკვა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი საყვარელ საქმიანობას ვეღარ დაუბრუნდებოდა.
ვგრძნობდი, რომ ვიხრჩობოდი. ტკივილი არ მიგრძვნია.
მეორე სართულზე სათამაშოდ ავხტი, მეტოქემ კონტრშეტევა წამოიწყო, მე კი თავბრუსხვევა დამეწყო. სუსტად ვიყავი და მშვიდად ყოფნა მსურდა.
მინდოდა, რამე მეთქვა, მაგრამ ვერ ვსაუბრობდი. “ალავესის” კაპიტანს ხელი ჩავკიდე, რათა მენიშნებინა, რომ მატჩი გაეჩერებინათ.
როცა დავმშვიდდი, ვგრძნობდი, თითქოს გულმა უფრო სწრაფად ფეთქვა დაიწყო. სწორედ ამ დროს არითმიის შეტევა ვიგრძენი. ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე მსგავსი რამ ვარჯიშზე მომივიდა, მაგრამ მხოლოდ 20 წამი გაგრძელდა.
– იხსენებს აგუერო Clank-თან ინტერვიუში.
სერხიოს მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ ექიმებმა ურჩიეს, რომ ფეხბურთის თამაში შეეწყვიტა, რადგან მოედანზე დაბრუნება მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნებოდა.
აგუერომ “ბარსელონაში” 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (“რეალ მადრიდის” კარში).

ამის ტრანსფერი რომ ვერ შედგა ბარსელონაში ძალიან მწყდება გული.
ერთი ბურთი და ისიც კლასიკოში, ამას შეუძლია თქვას აღარ დამცალდა თორემ რეალს ამოვტენიდიო.