“ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე სულ რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა ლაზარეთიდან, მან ტრავმა მიიღო სანაკრებო ბატალიების დროს, შემდეგ ტრავმა გაუმიზეზდა და პიკე იძულებული გახდა გამოეტოვა რამდენიმე შეხვედრა, რომელიც “ბარსელონამ” ჩაატარა.
“ბარსელონას” ქომაგთა გასახარად პიკე ბოლო მატჩებში დაბრუნდა და დღევანდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც მოგვევლინა. საუბედუროდ მისი ძირითადში ყოფნა არ გამოდგა იღბლიანი, რადგანაც ესპანელმა კვლავ მიიღო ტრავმა. პიკემ მატჩის მე–8 წუთზე ტკივილები იგრძნო ბარძაყის არეში, ამიტომაც მედ – პერსონალს სთხოვა შეცვლა, მის ნაცვლა მოედანზე ერიკ აბიდალი გამოვიდა, რომელიც თავის მხრივ დაშავებული იყო. “ბარსელონას” ლაზარეთში სამი ფეხბურთელი ჰყავდა ალექსისი, ფაბრეგასი და აფელაი, მათ ახლა ხერარდ პიკეც შეემატა.
მატჩის დასრულების შემდეგ პიკეს სამედიცინო ტესტები ჩაუტარდება, ჯერ – ჯერობით არ არის ცნობილი რამდენ დღეს იუქმებს ხერარდ პიკე, ნათელი ერთია ტრავმის გამო იგი “პლზენთან” შეხვედრას გამოტოვებს.


