კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა განაცხადა, რომ მის გუნდს ყოველთვის უჭირს თამაში სანაკრებო ბატალიების შემდეგ და ამას გულშემატკივარი უკვე შეეგუა.
“ნაკრებების თამაშის შემდეგ ძალიან ძნელია ფორმაში ჩადგომა. ამის მიუხედავად გასულ დღეებში კარგად ვივარჯიშეთ და ჩვენს თავებში დარწმუნებულნი ვართ. “რასინგი” კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ “ბარსა” გადის მოედანზე, რათა განაგრძოს გამარჯვებათა სერია და აიღოს კიდევ ერთი სამი ქულა. ყველა, ვინც ნაკრებში ვიყავით გამოძახებულები, ვფიქრობ შევძლებთ და მატჩისთვის ასი პროცენტით მზად ვიქნებით.” –ციტირებს პედროს სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.
როგორც უკვე პედროს ნათქვამიდან გაიგეთ, “ფიფას ვირუსი” ყველაზე მეტად “ბარსელონას” ვნებს. კატალონიელებს ყოველთვის უჭირთ თამაში ნაკრებების დაპირისპირებების შემდეგ.



