“დიურგარდენსის” ნახევარმცველი, ლუკას ბერგვალი “ბარსელონას” უახლოვდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში კატალონიური კლუბი, შემდეგი სეზონისთვის, 17 წლის შვედი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას შეეცდება. მიუხედავად ჩავის სიტუაციისა, “ბლაუგრანას” ამ გარიგების დადება კვლავ სურს.
კატალონიელები მიიჩნევენ, რომ ბერგვალის გასაფორმებლად მათ კარგი შანსები აქვთ. “ბარსაში” თამაში თავად სკანდინავიელსაც უნდა.
კარგია, თუ კონკურენციას გააძლიერებს ეს ვიკინგი ბავშვი
რას გავს ნახევარდაცვა და დაცვის ხაზი არ ვიცი რომელ ასპექტში ვილაპარაკო არ ვიცი
მომდევნო დღეებში კატალონიური კლუბი, შემდეგი სეზონისთვის, 17 წლის შვედი ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას შეეცდება.
ანუ მომდევნო დღეებში, ახალი სეზონისთვის იყიდის? და როგორ? სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ?
60 მილიონად რო მოგვყავს რაფინიები და ბებრები ჯობია 5 და 10 მილიონად ასეთი ახალგაზრდები მოვიყვანოთ