workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლუკას ბერგვალისთვის ბრძოლას განაგრძობს

ბარსელონა ლუკას ბერგვალისთვის ბრძოლას განაგრძობს

მატეო მორეტოს ცნობით, “ბარსელონა” ლუკას ბერგვალისთვის ბრძოლას განაგრძობს და უახლოეს დღეებში მხარეებს შორის ახალი მოლაპარაკებები გაიმართება. 

17 წლის შვედ ტალანტს “ბარსა” ძალიან მოსწონს. გავრცელებული ინფორმაციით, “დიურგარდენსი” მის სანაცვლოდ €15 მილიონს მოითხოვს.

ბერგვალი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ის “ბრომაპოიკარნას” აღზრდილია, “დიურგარდენსში” კი 2023 წლიდან მუშაობს. ლუკასი შვედეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრიცაა (მას არაერთ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია).

კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე ბერგვალის ანგარიშზე 41 მატჩი, 4 გოლი და 2 ასისტია; სანაკრებო დონეზე კი – 9 მატჩი და 3 გოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Rick Sanchez
    schedule 10 იან 2024, 22:15

    ციტატა: nika 54
    ის "ბრომაპოიკარნას" აღზრდილია, "დიურგარდენსში" კი 2023 წლიდან მუშაობს.
    მუშაობს თუ თამაშობს?


    ფეხბურთელობა სამუშაო არაა??

  • nika 54
    schedule 10 იან 2024, 19:10

    ის "ბრომაპოიკარნას" აღზრდილია, "დიურგარდენსში" კი 2023 წლიდან მუშაობს.
    მუშაობს თუ თამაშობს?