workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოთმინება იწურება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოთმინება იწურება

ასეთი თამაშების მერე ამბობენ რომ გუნდში რაღაც არეულია. შიგნით, შიდა სამზარეულოში. კონფლიქტია, ვიღაცა ურევს. ასე ამბობენ იმიტომ რომ ეგ კონფლიქტები ზუსტად ასე ვლინდება მოედანზე, ყველა თავისთვის თამაშობს, გუნდი კი არ ჩანს. არ ვიცით შიგნით რა ხდება, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩავისა და ფეხბურთელებს შორის მაინცდამაინც დიდი ნდობა აღარ უნდა იყოს დარჩენილი.

უფრო ფეხბურთელებისა ჩავის მიმართ, ვიდრე პირიქით. 

თითქოს არაფერი მოასწავებდა ჯგუფში სიტუაციის არევას, “ბარსა” უდანაკარგოდ მიიწევდა წინ, ახლა კი რა ხდება, “პორტუსთან” ერთად გუნდი პირველ ადგილს იყოფს, მეორეზე კი “შახტარია” და მხოლოდ სამი ქულით ვუსწრებთ. იმავე “პორტუსთან” თამაშია დარჩენილი, ეს იქნება მატჩი პირველი ადგილისთვის. ფეხის დაცდენის შემთხვევაში კი “შახტარი” ეცდება რამეს გამორჩეს. აჰა, ასე აირია ყველაფერი. მაინც დაიძაბა. მაინც სანერვიულო გახდა. 

სათითაოდ ფეხბურთელების შეფასებას ნაკლებად აქვს აზრი, როცა მთელი გუნდი კრიზისშია. ელემენტალურად ბურთის ამოტანის ორგანიზება ვერ შეძლეს, აბა ვინ უნდა გამოვარჩიოთ?! ალბათ შტეგენი, რამდენიმე კარგი ბურთი აიღო, როგორც ყოველთვის. 

კატასტროფაა. 

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ისმის უმკაცრესი კრიტიკა, რომ ჩავია საჭესთან. ძალიან დიდია მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა. უდიდესი ავტორიტეტია. აბა წარმოიდგინეთ ახლა, მწვრთნელი რომ კუმანი იყოს, ვალვერდე, ან სეტიენი, ბოლო სამ კვირას არავის ვაპატიებდით. ჩავის კიდე ვაკრიტიკებთ, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც იმ ხალხს დავმართებდით. 

ეს უპირატესობა ნელ-ნელა ქრება, თითქოს იწურება მოთმინება. სულ ქართული ამბები მახსენდება “ბარსას” შემხედვარე, ჰოდა, “ბარსაზე” რომ საქართველო გაგახსენდება, ესე იგი, ვერ არის საქმე კარგად. 

თავის დროზე, ქართველმა მწვრთნელმა ძალიან კარგი გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე, ურთულეს ჯგუფში მოხვდა, მაგრამ უმაგრესად ითამაშა, ყველასგან ტაში და პატივისცემა დაიმსახურა, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მწვრთნელიც კი გახდა იმიტომ, რომ ქართველებმა ტრადიცია არ დავარღვიეთ და ინტერნეტში მაგრად ვიაქტიურეთ გამოკითხვაში, ყველა დავჩაგრეთ. 

მერე, ჩამოვიყვანეთ ეს კაცი ნაკრებში, წარსულში შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, ყოველთვის მომთხოვნი იყო, დისციპლინირებული, მწვრთნელიც კარგი დადგა, მისი გუნდები სულ უტევდნენ, ალბათ ნაკრებიც დადგება ფეხზეო, იფიქრა ხალხმა და ჩაგვიყენა ავტობუსი. ჩავჯექით მერე იმ ავტობუსში და ვიჯექით ასე გიჟებივით, არც იქით წავიდა, არც აქეთ. 

რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ მოლოდინი ერთი იყო, შედეგი კი სულ სხვა მივიღეთ. ოღონდ, ის კაი კაცი ამბობდა ფეხბურთელები არ მყავსო და მართალი იყო, ჩავი კიდე ამას ვერ იტყვის. ვინ არა გყავს ბიჭო, ლევანდოვსკი გყავს, რომელსაც კაი ხანია უკვე ვერ ვიყენებთ, ის ხალხი გყავს, რომელიც ესპანეთის ნაკრების ბირთვად იქცა და მშვენიერი პორტუგალიელებიც მიიღე. 

მაინც ვერა, არაფერი გამოდის. თუ ვიგებთ მხოლოდ მინიმალურად. წაგებით კი აგერ, “შახტართან” წავაგეთ და წინა მატჩისა არ იყოს, ახლაც ქართველმა გააკეთა საგოლე პასი. მართლა რომ სჯობდნენ ჩვენს განაპირა მცველებს კი ვიტყოდი ვაჰ, დავიმატოთ-მეთქი, მაგრამ ძალიან შორს არის გოჩოლეიშვილი კანსელუსგან და აზაროვი ბალდესგან. 

ეგ არაფერი, შეერგოთ ეგ საგოლე პასები! შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვებიან, ჩავის გაფარჩაკებულ “ბარსელონას” ბურთი თავზე გადავახიეთო. 

ჩავიმ რამე უნდა შეცვალოს, თან ძალიან სწრაფად. კიდევ ერთი ასეთი მატჩი და უკვე “მონჟუიკზე” აფრიალდება თეთრი ხელსახოცები, ჰოდა, ძალიან მწარე სანახავი იქნება, ჩავის გამეტება ამისთვის არ ივარგებს. მომდევნო მატჩი “ალავესთან” არის ჩანიშნული, გუნდი ვალდებულია კარგი ფეხბურთი ითამაშოს და ბევრი გოლი გაიტანოს. თუ რამე სხვა ვნახეთ, ეჭვი მაქვს ათვლა დაიწყება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • Old Man
    schedule 11 ნოე 2023, 15:55
    #28

    Ferran7, roberto de zerbi 🤤

  • PUIOL5
    schedule 09 ნოე 2023, 23:26
    #27

    ბალდესღან აზაროვუს დამცირება არ ღირს, ჩვეუკებრივი ხეპრე ზანგია, მაგისგან ალბას მესამედი არ გამოვა

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2023, 20:19
    #26

    და ის ქართველი მწვრთნელი, ლიგაზე რო გუნდი გაიყვანა ქეცბაიაა? მართალს ამბობდა მის დროს ესეთი შემადგენლობა მართლაც არ გვყოლია დღეს რო გვყავს საქართველოს.

  • ოთიკო
    schedule 08 ნოე 2023, 20:18
    #25

    ციტატა: vereli

    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს – დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?


    მეც გკითხავ თუ შეიძლება?
    და ხავი თუ დარჩა მერე???????????


    და ჩავი შეუცვლელია?

  • vereli
    schedule 08 ნოე 2023, 18:38
    #24

    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს – დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?


    მეც გკითხავ თუ შეიძლება?
    და ხავი თუ დარჩა მერე???????????

  • Don_Andresito
    schedule 08 ნოე 2023, 17:34
    #23

    ისე ამბობთ ბებერი ლევაო, სლე ბრაზილიელი რაფინიაო, ტორესი 0 იო, კანსელო და ილქაი შეცდომების ბუკეტებიო, თითქოს მე მეყიდოს ეგენი. ლევა რაფინია და ტორესი 150 მლნ ზე მეტი დაუჯდა გაუბედურებულ კრიზისში მყოფ გუნდს, სამივე ხავის არჩევანი იყო, ილქაი კაი, უფასო იყო, მარა მაგ სამში დიდი ფულია დახარჯული, მაგ ფასად ბევრი სხვა ფეხბურთელის ყიდვა იქნებოდა შესაძლებელი ამიტო მაგათი ყოველი ჩასვრა მწვრთნელის სინდისზეა. ჟირუც დაბერდა მარა მაინც იტანს, ბენზემაც იტანდა მაგ ასაკში , იბრაც და ლევაც გაიტანს კიდე სხვაგან თუ წავა. ეს ვერ ათამაშებს გუნდს ფეხბურთს, შეტევაში 0 ია გუნდი, 0 ორგანიხება, 0 კრეატივი. ატლეტიკოს ჩვენზე კრეატიული ხალხი ყავს? შეხედეთ რას თამადობენ, არადა ბოლო 2 წელია 30 მლნ არ გადაუხდიათ არავისში. მსრა მწვრთნელი ყავთ ისეთი გუნდი რო პატივს სცემს. აქ კიდე ეგ არ იგრძნობა. და ყოველი ეგეთი ჩა.მის მერე უფრო და უფრო მკვეთრი ხდება ეგ. სხვა რა გზაა ვაცსლოთ ეს წელიც მარა ვინ რას ელის და რატო არ ვიცი

  • რივალდო-მესი
    schedule 08 ნოე 2023, 17:28
    #22

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: Ferran7

    ციტატა: cruyff9
    მეკიდე ვიტყვი რო არ ყავდ ამ კაცს დაცვის გარდა არავინ წესიერი,,ვინ ლვანდოვსკის ვერ იყენებს თუ ძმა ხარ კაცი ბურთს ვეღარ აჩერებს ისე დაბერდა,,პედრი რო იგროკი გგონიათ ეგ ცალკე პრიკოლია,,ბალდემ ძაან მოუკლო და სწორხაზოვანი გახდა,,იამალი ნული,,კანსელო შეცდომების ბუკეტი,,გიუნდოგანმა თავისი სიტიში მოჭამა,,,რაფინია ყველაზე სლე ბრაზილიელი🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ვინებით თხოვთ ამ კაცს თამაშს??ობიექტურად შეხედეთ და მიხვდებით რო დაცვის,დეიონგის და გავის გარდა ყველა გასაყრელია


    რომეუ ალონსო რაფინია ტორესი ლევანა ფატი აუცილებლად გასაყრელები არიან ვირცი ლეაუ და ალვარესი გვჭირდება თან მაგრად პლიუს საყრდენად კიმიხიც გიუნდოგანი აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა მართლაც აბა თამაშის არაფერი ეტყობა და კი ვიძახით ხავიზე გასაშვებიაო მარა კლოპი გვარდი აქ არმოვა და ფლიკის არ მჯერა მე დიდად რო გაამართლებს სხვა არ ჩანს ისეთი რო მოხოდოს ბარსა


    კლოპის ტრენერობა მოვხან))))ფლიკი რა სახსენებელია საერთოდ)))))მე მჯერა ჩავის და ამაზე უკეთესს ვერც მოვიყვანთ,,არაფერი საგანგაშო არ ხდება ჯერჯერობით,,ვაცადოთ სეზონის ბოლომდე და მერე შევაფასოთ


    საღოლ მეგობარო😁 ჩაგეთვალა თუ ღადაობდი👍

    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს – დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?


    ვინმე ვისაც სამწვრთნელო ლიხენზია ექნება და კარიერაში რამე მაინც ექნება მოგებული. არ ატიან ეგეთები დავიჯერო?

  • BarcaFan❤💙
    schedule 08 ნოე 2023, 16:31
    #21

    ციტატა: ჯიმი-ბარსა 2006
    ერთი კითხვა მაქვს – დავუშვათ ჩავი წავიდა (ან გაუშვეს), ვინ უნდა მოიყვანონ?


    ნებისმიერი ვინმე😀 ვარიანტების მეტი რა არის😀 მარტო ლა ლიგაში არის 2 არჩევანი
    უგონდოდ არიან კიდე ისეთი მწვრთნელები რომ რავი
    ბარსა ბში კიდე ისეთი მწვრთნელი გვყავს რომ ბევრს ჯობია ტოპ 5ში
    ცალკე შტუტგარდი ლაიპციგი
    ნიცა
    ბრაიტონი ვესტ ჰემი ამათ ისეთი მწვრთნელები ყავთ რომ ზამთარში რომ დაუძახონ ეგრევე გამოიქცევიან მანამდე კი მარკესი იყოს და ვინ იცის შეიძლება ისე ააწყოს გუნდი რომ არც არავინ დაგვჭირდეს