მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
9-იდან 7 ქულა მეორე სანაკრებო პაუზის შემდეგ

9-იდან 7 ქულა მეორე სანაკრებო პაუზის შემდეგ

პეპ გვარდიოლასთან ერთად ”ბარსელონამ” მეორე სანაკრებო პაუზის შემდეგ 2 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. კატალონიელებმა სტუმრად დაამარცხეს ”ბილბაო” და ”ნოუ კამპზე” ”ვალენსია”. ერთი მატჩი კი ”მესტალიაზე” ფრედ დაასრულეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ”ბარსელონა” ”რასინგს” შეხვდება. ეს კიდევ ერთი სახიფათო მატჩია. მეტოქეს გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში ”ნოუ კამპიდან” ქულები წაღებული აქვს. წინა შემთხვევები გვაჩვენებს, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ ”ბარსა” ძალიან აჭრილია. არ გვინდა შორს წასვლა, საკმარისია ”ანოეტაზე” გამართული შეხვედრა გავისხსენოთ. ყველაფერი სამუშაო გრაფიკის შეცვლის ბრალია.

ასევე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ყველაზე ცუდად ”ბარსა” პირველი სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშობს, ხოლო მეორე პაუზის შემდეგ ყველაფერი ასე ცუდად არ გამოდის.

სეზონი 2008-09

პეპ გვარდიოლას პირველ სეზონში მეორე სანაკრებო პაუზის შემდეგ ”ბარსამ” ”ბილბაოსთან” ”სან მამესზე” ითამაშა, რომელიც  ტრადიციულად ყველა გუნდსითვის რთულ სტადიონად ითვლება. სამუელ ეტო’ოს ერთადერთი გოლის წყალობით კატალონიელებმა შინ 3 ქულა წაიღეს.

2-ჯერ ”ვალენსია”

2009-10 წელს თამაში კიდევ უფრო რთულ სტადიონზე – ”მესტალიაზე” ჩატარდა. იმ დღეს პეპის შეგირდებმა ემერის გუნდის დამარცხება ვერ მოახერხეს და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. შარშან ”ბარსა” კვლავ ”ვალენსიას” შეხვდა, მაგრამ ”ნოუ კამპზე”. ”ღამურებმა” მატჩში პირველი გოლი გაიტანეს, მაგრამ კატალონიელებმა ხასიათის სიძლიერე გამოიჩინეს და ინიესტას და პუიოლის გოლებით გამარჯვება მოიპოვეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში