დღეს გავიმ ნორვეგიის ნაკრებს გაუტანა და ესპანეთი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 19 წლისა და 67 დღის ასაკში, გავი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც “ფურია როხას” შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაუტარებია.
აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსს, რომელიც ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ლიდერია (180), გავის ასაკში მხოლოდ 3 შეხვედრა ჰქონდა გამართული; ჩავის, ინიესტასა და ბუსკეტსს კი დებიუტიც არ ჰქონიათ.
25 მატჩში გავის ანგარიშზე 5 გოლია (ჩეხეთის, იორდანიის, კოსტა რიკის, კვიპროსისა და ნორვეგიის კარში). ნაკრებში მისი დებიუტი 2021 წლის 6 ოქტომბერს, 17 წლის, 2 თვისა და 1 დღის ასაკში, ერთა ლიგაზე იტალიის წინააღმდეგ შედგა.




მაგარი მუშაა, ესეთები გვაკლია. ამან რო ცოტა ტვინიც დაამატოს და ყოველ მატჩში გაფრთხილება არ მიიღოს, საერთოდ ბადალი არ ეყოლება.
ჯერ 19 წლისაა ტიპი. ზოგი ამის ასაკში გამოჩნდება ხოლმე და ამას 25 თამაში აქვს უკვე ესპანეთის ნაკრებში. და მერე ამბობენ ტალანტი რატოა გავიო.
იმედია ისეთივე კარიერა ექნება როგორიც რამოსს, ბუსკეს ჩავის და ინის ქონდა
გავი არის ტოპ ნახევარმცველი თავის ასაკში… უდიდესი ტალანტია და რაც მთავარია გულს და სულს დებს მოედანზე.
მერე კიდე ვიღაცეები გამო*ყნაურდებიან და იტყვიან რომ შეტევა არ იცისო.
ჯერ კიდევ წინა წელს ბარსასა და რეალის შემადგენლობაში ნახევარმცველებიდან ყველაზე მეტი კონტრიბუცია ქონდა, წელს კიდე უკვე 4 გოლი და 1 ასისტი დაუგროვდა, ეს მაშინ როცა თავის პოზიციაზე მხოლოდ 2ჯერ ითამაშა და ორივეში იფრინა.
ხალხს კი გონია რომ ყველაზე გაპიარებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე დაუფასებელს უფრო ვიტყოდი, ვინაიდან მე რასაც ვკითხულობ მინიმუ 90%ში აგინებენ და ღადაობა ისაა რომ კულეებიც არ აკლებენ.