“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩში “პორტუ” 1-0 დაამარცხა.
ჩავი ერნანდესმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
პირველი ტაიმი საკმაოდ კარგი იყო, მეორე ნახევარში კი თამაში გაგვიჭირდა. საუკეთესო შეხვედრა არ ჩაგვიტარებია, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოვიგეთ, მაგრამ უკეთ უნდა ვითამაშოთ. ამას გავაკეთებთ, აუცილებლად გავაკეთებთ.
იამალი ავად იყო. ის თავს ცუდად გრძნობდა, რასაც მატჩის განმავლობაში მეუბნებოდა, მე კი შესვენებით ვისარგებლე და ვუთხარი, რომ საპირფარეშოში სწრაფად შესულიყო, თუმცა საბოლოოდ მითხრეს, რომ ის მოედანზე დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა.
თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ ჩვენ ტრავმირებული გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს ყველაზე კარგად აკონტროლებენ.
ჩვენ საოცარი მცველები გვყავს, რომლებმაც სამი ქულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
“ბარსა” მსოფლიოში ყველაზე რთული კლუბია. ჩვენ 1-0 მოვიგეთ და ხალხი ბედნიერი არაა. სხვაგან ეს არ ხდება.
გიუნდოგანი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის დაცვასა და შეტევაში დიდ სამუშაოს ასრულებს.
ჟოაუ ფელიში იმიტომ შევცვალე, რომ მეტი მოქნილობა გვჭირდებოდა, რათა ბურთს უფრო თავისუფლად ემოძრავა. ამასთან, წითელი ბარათის მიღების მეშინოდა, რაც საბოლოოდ გავის შემთხვევაში მოხდა.
გავი წელს საკუთარ თავს უკეთ აკონტროლებს. ჩემი მოსვლის შემდეგ ის ძალიან გაიზარდა.
ტერ შტეგენმა დიდებული მატჩი ჩაატარა და კარგი კვლავ მშრალად შეინახა. მთელი დაცვის ხაზი ასევე ძალიან კარგი იყო.




თამაშის წინ დამამშვიდებელი მიეცით.
ჩავის ისე ეშინია მესამედ რომ არ ჩარჩნენ , რომ ოღონდ ჯგუფიდან გავიდნენ და თუ გინდა სულ დაცვაში იდგნენ და 1:0-ბი მოიგონ
გავი პედრიზე მაგარი გაიზრდება და შენ თუ მარტო ჟილკას ხედავ მაგ ბიჭში მაშინ არასწორად უყურებ უბრალოდ ფეხბურთს მეგობარო.
გავი მართლა გაზრდილია წინა წელთან შედარებით, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი აკლია რომ ბარსას ძირითადში იყოს. ესენი კი ძირითად ფეხბურთელად განიხილავენ. ერთი რაც აქვს ჟილკაა და ცოტა, ძალიან ცოტა ინტელექტი აქვს ჯერჯერობით. რა უნდა მოხდეს რომ ჩავის და ინის დონე დადოს? ძალიან მეეჭვება, ახლოსაც ვერ მივა ასე მგონია.
ჩავის ისე ეშინია მესამედ რომ არ ჩარჩნენ , რომ ოღონდ ჯგუფიდან გავიდნენ და თუ გინდა სულ დაცვაში იდგნენ და 1:0-ბი მოიგონ
გავი წელს საკუთარ თავს უკეთ აკონტროლებს. ჩემი მოსვლის შემდეგ ის ძალიან გაიზარდა
ეს ხუმრობა იყო? თუ გავის უთხრა განაგრძე ბარათების კოლექციონერობაო?
ძალით გაიგდო თავი, ქაჯია მაგარი. ვითომ კონტრას აჩერებს სულელურად. როცა ერთხელ იქაჯე და გაყვითლდი, მეორედ რაღატო აკეთებ იგივეს? გაგაგდებენ, ამ გაჭირვებაში უნახევარმცველოდ დატოვებ გუნდს და ეგ ღირს ერთი კონტრშეტევის გაჩერებად? გამაგიჟებს ეს ბავშვი. მაგარ ცუდ დღეშია გუნდი, ჯერ თუ გინდა გუნდი დაწყევლო 3 ლიდერის დამტვრევა უნდა ისურვო და აჰა, ფრენკი პედრი ლევა და რაფინია ზემოდან
ფეხბურთის გარდა ყველაფერი ათამაშა გუშინ ამ კაცმა გუნდს… გულისამრევია უკვე. შეურაცხყოფაა ბარსასი და მისი ფანების. ორი თამაში გამოანათა გუნდმა ზედიზედ და ვიფიქრე კარგი შემადგენლობით ჩავი ლამაზად ათამაშებს ბარსასთქო, შევცდი.
Gavis ra etyoba ro tavs uket akontrolebs, tamashi ar gamoutovebia roar gaayvitlon. Gasagebia ro egeti stilisaa, magram mainc sheudzlia ufro frtxilad tamashi. Egec mova asaktan ertad, ai gamocdileba ki nagdad ver iqneba gasamartlebeli mizezi, imitoro ukve imdenis tamashi moaswro am patara bichma ro bareorze meti gamocdileba daugrovda
ჩავი ამასწინ ამბობდა: კატალონიაში 7 მილიონი მწვრთნელიაო

ეს რობერტო კიდე რა ჯანდაბად დაიტოვეს , გამოვიდა თუარა ისეთი ღლეობა ქნა , კიდე კაი არ გააგდეს. დეიონგი დროზე დაბრუნდეს თორე ვეღარ ვუყურებ უკვე გულიმიწუხს
სანამ ნახევარი გუნდი არ დაინტვრევა ვერ მიხვდება რომ ახალგაზრდები ათამაშოს თუ 15 წლის არ ხარ ისე შანსს ვერ მიიღებ
მთელი გუნდი ტუალეტში გასასვლელს გავდა მეორე ტაიმში რაღა მარტო იამალი თუძმახარ