ბასილე: “მესი პელეზე მეტს გაიტანს”

ბასილე: “მესი პელეზე მეტს გაიტანს”

არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალფიო ბასილე თვლის, რომ კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი დაამაყარებს კიდევ ბევრ ახალ რეკორდებს. მისი აზრით ლეო “ფეხბურთის მეფედ” აღიარებულ პელეზე მეტ გოლსაც გაიტანს და საბოლოოდ ჩაიწერება საფეხბურთო ისტორიაში, როგორც საუკეთესოდ.

 

“ვფიქრობ მესის შეუძლია გაიტანოს 1000-ზე მეტი გოლი და უკან ჩამოიტოვოს ლეგენდარული პელე. მთავარია ლეომ არგენტინის ნაკრებში ცოტა თავის თავზეც ითამაშოს, ანუ არ არის საჭირო ყოველთვის საგოლე გადაცემის გაკეთება მაშინ, როცა თავადაც შეგიძლია ბურთის მეტოქის ბადეში გახვევა.” -განაცხადა ბასილემ.

 

შეგახსენებთ, რომ მესი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკვე მოასწრო 257 გოლის გატანა. ასე რომ თუ არგენტინელმა ფორვარდმა ასეთ დონეზე გააგრძელა თამაში, პელე მოგონებად დარჩება!

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია