ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელი ჩემპიონთა ლიგაზე

ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელი ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

გუშინ, “ანტვერპენთან” თამაშის დროს ლამინ იამალი 16 წლისა და 68 დღის იყო. ის “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე უთამაშია.

იამალმა ანსუ ფატის მიერ დამყარებული საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა. ამჟამად “ბრაიტონში” განათხოვრებული ტალანტი 16 წლისა და 321 დღის იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა.

გარდა ამისა იამალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მასზე უფრო ახალგაზრდას მხოლოდ იუსუფა მუკოკოს უთამაშია, რომელიც დებიუტის დროს 16 წლისა და 18 დღის იყო.

ლამინ იამალის გარდა გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა გუნდის კიდევ ერთ ახალგაზრდა ტალანტს, ფერმინ ლოპესს.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (14)

  • Rick Sanchez
    21 სექ 2023, 15:48

    ვალდებული იყო ის საგოლე მომენტი გამოეყენებინა, მეკარის მოტყუების მცდელობა უადგილო იყო

  • Messi 10
    20 სექ 2023, 16:31

    ციტატა: azulgerana
    რა გაუმართლა საქართველოსთან


    გაუმართლა რას ნიშნავს?

  • azulgerana
    20 სექ 2023, 16:28

    რა გაუმართლა საქართველოსთან

  • Messi 10
    20 სექ 2023, 15:07

    ციტატა: nika 54
    ამას გუშინ არ ეყო ერთი რეკორდი და მეორე მოინდომა, ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ლიგაზე?
    ამას ლევანდოვსკიმ მაგარი საგოლე აჩუქა და გაანიავა, ქონდა მომენტი როცა შეეძლი მშვენიერი საგოლე გაეკეთებინა და არ გააკეთა თვითონ მოინდომა გატანა. ამას ვარსკვლავბიჭუნობა ხო არ შეხვდა, არის ესეთი ავადმყოფობა. საერთოდ გადამეტებული ქება არავის არ უხდება, ასეთ რამ უკვე გადახდა თავს ფატისაც. ძალიან ცუდია, ასე გაიზარდა რონალდუ და ყველაზე ცინიკური ფეხბურთელიც გახდა.


    ბავშვია და იბავშვა მთავარია ნელ-ნელა ისწავლოს… ახლა ამას ნუ მოვთხოვთ გამოცდილი ფეხბურთელივით მოიქცეს ახლავე თორე შეიძლება ამხელა სტრესი და მოთხოვნები დამღუპველი აღმოჩნდეს… პირადად მე მის ასაკში ასეთი ჩამოყალიბებული და მოაზროვნე კარგახანია არ მინახია და თუ მინახია ძალიან ერთეულები

  • nika 54
    20 სექ 2023, 14:43

    ამას გუშინ არ ეყო ერთი რეკორდი და მეორე მოინდომა, ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ლიგაზე?
    ამას ლევანდოვსკიმ მაგარი საგოლე აჩუქა და გაანიავა, ქონდა მომენტი როცა შეეძლი მშვენიერი საგოლე გაეკეთებინა და არ გააკეთა თვითონ მოინდომა გატანა. ამას ვარსკვლავბიჭუნობა ხო არ შეხვდა, არის ესეთი ავადმყოფობა. საერთოდ გადამეტებული ქება არავის არ უხდება, ასეთ რამ უკვე გადახდა თავს ფატისაც. ძალიან ცუდია, ასე გაიზარდა რონალდუ და ყველაზე ცინიკური ფეხბურთელიც გახდა.

  • isakichi
    20 სექ 2023, 13:44

    ისე ბევრი დაცინოდა პესეჟეს რა ჯგუფში მოხვდა ჩარჩებაო,არ წყვიტავდა გუშინ პესეჟე ვარსკვლავებს და მითუმეტეს არც დორტმუნდი,მაგრამ ენრიკეს ხელში წელს რატომღაც ლიგაზე პესეჟე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ყველასთვის

  • პეპ გუარდიოლა
    20 სექ 2023, 13:29

    ციტატა: NEYBarca
    ფატი გაყიდონ 30-40 მილიონად და ტორესთან ერთად გაუცვალონ ფელიქსში მგონი არ იქნება კატლეტიკო წინააღმდეგი 🙂


    ტორესი არა მარა რაფინიას და ფატიმას გაყიდვა არ იქნება ცუდი ვარიანტი

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: Dursun
    ხო არავინ იცით რას შვება ფატი?,არ ვადევნებ თვალს ინგლისს.


    იმაზე მეტადაა ჩაკუკული ვიდრე ბარსაში იყო


    ჩვენ ფელიში ვითრიოთ მომავალი წლიდან ოფიციალურად რომ ჩვენი იყოს და ფატი არავის გაახსენდება ფელიშმა თუ ასე გააგრძელა ბელინგემის დებიუტს გავს მაგრამ იმედია გახურებულ სეზონში უფრო მოტივირებული იქნება მოედანზე

    ისე კი ვატყობ როკე აიღებს 10 იანს და ფაქტიურად რივალდო იქნება😂😂😂 ნეტამც მიაღწიოს მის დონეს


    როკე რო რივალდოდ გაგვეჩითოს მერე ჩავის სუყველაფერი მოვხან ტრიპლეტი თუარდადოს 😀😀

  • NEYBarca
    20 სექ 2023, 13:21

    ფატი გაყიდონ 30-40 მილიონად და ტორესთან ერთად გაუცვალონ ფელიქსში მგონი არ იქნება კატლეტიკო წინააღმდეგი 🙂

  • C.PC5
    20 სექ 2023, 13:17

    ვინ იცის ასეთი კონკურენცია რომ ყოფილიყო თავის დროზე როგორიც ახლაა შეტევაში, შეიძლება ფატის კი გაემართლებინა იმედები, მარტო მესი და სუა იყო, ხან დემბელე ილეწებოდა ხან კოუტინიომ არ ივარგა, საბოლოოდ ვინც ვარგოდა ფატი იყო და კი დალეწეს სამუდამოდ🥲 იმედია ჩავი სხვის შეცდომებზე კარგად სწავლობს და იამალს მოუფრთხილდება ბოლომდე❤️

  • CHEPE
    20 სექ 2023, 12:59

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: Dursun
    ხო არავინ იცით რას შვება ფატი?,არ ვადევნებ თვალს ინგლისს.


    იმაზე მეტადაა ჩაკუკული ვიდრე ბარსაში იყო


    ჩვენ ფელიში ვითრიოთ მომავალი წლიდან ოფიციალურად რომ ჩვენი იყოს და ფატი არავის გაახსენდება ფელიშმა თუ ასე გააგრძელა ბელინგემის დებიუტს გავს მაგრამ იმედია გახურებულ სეზონში უფრო მოტივირებული იქნება მოედანზე

    ისე კი ვატყობ როკე აიღებს 10 იანს და ფაქტიურად რივალდო იქნება😂😂😂 ნეტამც მიაღწიოს მის დონეს

  • Iniesta_8
    20 სექ 2023, 11:35

    დემბელეს დდშვც ფელიქსმა 2 თამაშში უფრო მეტი გააკეთა ვიდრე მაგან 5 სეზონში. იამალმაც აჯობა მგონი უკვე. ბევრად უფრო ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს ვიდრე სლემბელე.

  • პეპ გუარდიოლა
    20 სექ 2023, 11:25

    ციტატა: Dursun
    ხო არავინ იცით რას შვება ფატი?,არ ვადევნებ თვალს ინგლისს.


    იმაზე მეტადაა ჩაკუკული ვიდრე ბარსაში იყო

  • LM10RG10
    20 სექ 2023, 11:17

    Dursun,
    უნაიტედთან შეიყვანეს და 100%იანი შანსი ვერ გამოიყენაა,გაუჭირდება ძააან ეპლში,თავდაჯერების დასაბრუნებლად ინგლისი ყველაზე ცუდი ვარიანტიია

  • Dursun
    20 სექ 2023, 11:05

    ხო არავინ იცით რას შვება ფატი?,არ ვადევნებ თვალს ინგლისს.