მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაფერი თმის შესახებ (ნაწილი III)

ყველაფერი თმის შესახებ (ნაწილი III)

კატალონიის “ბარსელონა”-დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. იქ მრავალი ბრწყინვალე ფეხბურთელი მოღვაწეობს და ყველა მათგანი რაღაცით იქცევს ხალხის ყურადღებას. ეს რაღაც კი-კარგი თამაშია. თუმცა ამის გარდა კიდევ არსებობს ფაქტი, რომელიც არავის გამოპარვია. ამ ბოლო ხანებში ბევრმა “ლურჯ-ბროწეულისფერმა” შეიცვალა ვარცხნილობა. დღეს თქვენი ყურადღების გამახვილება სწორედ ამაზე მსურს. გთავაზობთ “ბარსას” პირველი გუნდის წევრების “თმას” ადრეული კარიერიდან დღემდე, საიდანაც გავიგებთ, თუ რა გამოიწვია თმის გაზრდამ ან შეჭრამ: პროგრესი თუ რეგრესი. გთავაზობთ სტატიის მესამე ნაწილს ( პირველი ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ) (მეორე ნაწილის სანახავად დააჭირეთ აქ) .

 

პედრო როდრიგესს, როგორც “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელს, უყვარს თმის უკან გადავარცხნა. როგორც ხედავთ მას ისევ იგივე სახის ვარცხნილობა აქვს შენარჩუნებული რაც ადრე, როცა მას ჯერ კიდევ პედრიტოს ეძახდნენ. ასევე აღსანიშნავია მისი ულვაშიც, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ატარებს. საბოლოო ჯამში მემგონი მაინც არ არის კარგი ასეთი ერთფეროვნება და დროა ესპანელმა ფორვარდმა შეცვალოს რამე. ცვლილებების შემდეგ უფრო მოუმატებს, რადგან უმეტესობა ფეხბურთელებისა, რომლებიც კატალონიურ გრანდში გამოდიან, ვარცხნილობის შეცვლისთანავე უკეთესად ათამაშდნენ.

 

სერხიო ბუსკეთსის ვარცხნილობაში უდიდესი აზრი დევს. მართალია პედროსავით პატარობიდან თმა მაინც და მაინც არც შეუმოკლებია და არც გაუზრდია, მაგრამ მისთვის ეს ძალიან კარგია. ბუსი “ბარსელონაშიც” და ესპანეთის ნაკრებშიც პრაქტიკულად ნახევარდაცვის ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა და თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს. ასე რომ მისი ვარცხნილობა შეცვლას ნამდვილად არ მოითხოვს და კარგი იქნება თუ კარიერის ბოლომდე ასე გააგრძელებს იგი.

 

ალექსის სანჩესი, “ბარსელონას” ახალწვეული კიდევ ერთი ფანი იყო სხვადასხვანაირი ჟელეების. იგი კატალონიაში ჩამოსვლამდე ყოველდღე გელით იყენებდა თმებს ასე ვთქვათ “მამალივით”. როდესაც ჩილელი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში გადაბარგდა, მიხვდა, რომ არ იყო “მამლების” და ათასი უბედურობების დრო და ლამაზად დაივარცხნა თმა. ახლა ის ნამდვილი ჯენტლმენივით გამოიყურება და არ სჭირდება არანაირი ჟელე. “ბარსაში” მისი კარიერა წარმატებით მიმდინარეობდა სანამ ტრავმას მიიღებდა. ალბათ დაზიანების მიზეზი ნერვიულობა გახდა: როგორც ჩანს ალექსისს მოენატრა “წვეტიანი” ვარცხნილობები.

 

ტიაგო ალკანტარამ ათასნაირი ვარცხნილობა გამოიცვალა. თავიდან, “ბარსა ბ–ში” თამაშისას ჩვეულებრივი, გრძელი თმა ჰქონდა ოდნავ მაღლა აწეული. შემდეგ მან გადაწყვიტა საერთოდ გადაეხოტრა თავი. როდესაც ახალგაზრდა ტალანტი პირველ გუნდს შეუერთდა, მისი თმაც წამოიზარდა. ამით ისარგებლა მან და გვერდებზე შეითხელა, ხოლო ზევით დაიტოვა. ახლა ტიაგოც “მამალმა” გადაიბირა და “ჟელეს მონა” გახდა. ამის მიუხედავად, როდესაც გუნდში გყავს სესკ ფაბრეგასი და ხერარდ პიკე, როგორც შენი თანაგუნდელები, არ მგონია ერთი ვარცხნილობა დიდი ხნის მანძილზე გაგყვეს.

 

შემდეგ, მეოთხე ნაწილში ნახავთ: ხავიერ მაშერანოს, ადრიანო კორეიას, იბრაჰიმ აფელაის, მაქსველ კაბელინოს, ტიტო ვილანოვას და ხოსეპ გვარდიოლას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში