Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” 10 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ლამინ იამალი დააკლდება.
16 წლის ფეხბურთელი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, რათა გუნდს ინდონეზიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმაროს.
იამალი ჩავის განკარგულებაში ლა ლიგის 4 (“სოსიედადის”, “ალავესის”, “რაიო ვალიეკანოსა” და “ატლეტიკოს” წინააღმდეგ) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2 მატჩში არ იქნება.
თუ “ფურია როხა” ფინალში ვერ გავიდა, რა თქმა უნდა, ლამინი კატალონიურ კლუბს უფრო ადრე დაუბრუნდება.




ეგ შლანგი ძლივს მოვიშორეთ და მაგის ყურების ინტერესი საერთოდ არ გამჩენია. თუმცა რადგან ნერვებს აღარ ამიშლის შეიძლება კიდეც ვუყურო რო ცოტა გავიცინო ხოლმე.
ასე თუ ისე, უნდა ითამაშოს, ნაკრები ნაკრებია, თან პრაქტიკაა მაინც;
რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს:
დემბელე ის კაცია, ვისზედაც ზედგამოჭრილია საუდის არაბეთი, ალბათ 1-2 სეზონის შემდეგ გადაბარგდება და ეს მისთვისაც, ევროპული ფეხბურთისთვისაც და არაბებისთვისაც უკეთესი იქნება
ერთადერთი კრეატიული შემტევი ეს გვყავს და ამის გარეშე რა უნდა ქნას გუნდმა?
აქ არაფერ შუაშია მაგრამ დემბელეს დებიუტს თუ ვინმემ უყურეთ 😂 ისევ ის დემბელეაა 😂 ოღონდ იქ თამაში კიდია კიდეც 😂 მესისავით დასეირნობდა მაგრად ეკიდა პსჟც და ტულუზაც 😂 ეგ შტერი ეგ დაინგრია კარიერაც და ნერვებიც 😂