მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პასკუალ მარაგალი ვარჯიშს დაესწრო

პასკუალ მარაგალი ვარჯიშს დაესწრო

კატალონიის ექსპრეზიდენტი პასკუალ მარაგალი დღეს “სანტ ხუან დესპის” ბაზას ეწვია და დაესწრო “ბარსელონას” ვარჯიშს, რომელშიც პირველი გუნდის მხოლოდ ოთხი წევრი იღებდა მონაწილეობას.

 

პასკუალ მარაგალი კატალონიის პრეზიდენტი 2003-2006 წლებში გახლდათ. იგი დღეს “სიუტატ ესპორტივას” ნომერ მესამე ბაზას ეწვია, სადაც პეპ გვარდიოლა პირველი გუნდის 4 და “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებს ავარჯიშებდა. სესიის დასრულების შემდეგ მარაგალი ესაუბრა გვარდიოლა, ინიესტას, პინტოსა და მაქსველს.

 

როგორც მთელი კვირის განმავლობაში ხდებოდა, დღევანდელ ვარჯიშზეც პირველი გუნდის მხოლოდ ოთხი წევრი იყო წარმოდგენილი – ინიესტა, მაქსველი, პინტო და ფონტასი. მათ მოედანზე პარტნიორობას “ბარსა ბ”-ს მოთამაშეები უწევდნენ.

 

კვირის ბოლო ვარჯიში ხვალ, ესპანეთის დროით 10:00 საათზე, “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე გაიმართება, რის შემდეგაც გუნდი სამ დღეს იუქმებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში