RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, უსმან დემბელეს “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი გადაწყვეტილია.
“ბარსელონას” და პსჟ უკვე შეთანხმდნენ. ოფიციალური განცხადება კი დაყოვნებული მხოლოდ იმის გამოა, რომ “ბარსას” დოკუმენტები ჯერ არ გადაუგზავნია.
პარიზულმა კლუბმა დემბელეს სამედიცინო შემოწმება ორშაბათისთვის ჩანიშნა.

რა ვერ გააოფიციალურეს ამის ტრანსფერი კიდე…
ნიიმარმა ხო გაიფუჭა კარიერა საიდან სად დაეშვა. ეხლა ეს საცოდავი ისედაც რა ფეხბურთელია და საერთოდ გაქრება ეხლა.
ოფიციალური განცხადება კი დაყოვნებული მხოლოდ იმის გამოა, რომ "ბარსას" დოკუმენტები ჯერ არ გადაუგზავნია.
ესენი გამაგიჟებენ, როდისღა უნდა ისწავლონ ჭკუა. ამისთანა ნაგავს იშორებ და დოკუმენტები ჯერ არ გაგიფორმებია?
ისე მართლა მეგონა ამ არსებაში ადამიანმა გაიღვიძა მეთქი, როცა თითქოს თქვა, რომ ბარსას 25 მილიონად არ დატოვებდა და გუნდებს უნდა მოელაპარაკათ ვითომ. არა რა ნაგავი რჩება ნაგვად. ლამის 400 მილიონი დაგვიჯდა და მგონი 40 ბურთი არ გაუტანია ბარსელონურ "კარიერაში", თვითონ კი 200 თამაშიც კი ვერ მოაგროვა 6,5 წელიწადში.
50 მილიონი იაფად მოჩანს დემბელეში, მარა აი ნახავთ როგორ ინანებენ ამ სლის ყიდვას 😂😂😂😂 ამათ გონიათ მაგარი ფეხბურთელი წაიყვანეს სინამდვილეში ერთუჯრედიანი ქლიავია. დალეწავენ ლიგა 1-ში მაგ საცოდავს…