მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლოსი: “ჩავი მსოფლიოს ნომერი პირველია”

კარლოსი: “ჩავი მსოფლიოს ნომერი პირველია”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა ხოტბა შეასხა ჩავის და მის როლს “ბარსელონაში” და ასევე ისაუბრა მესისა და პეპ გვარდიოლას დამსახურებებზე.

 

“ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში “ბარსელონას” დიდების პერიოდი უდგას და ეს მეტწილად ჩავის დამსახურებაა. ის გენიოსია, თავისი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა და ჩემთვის მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია თავის პოზიციაზე. სამწუხაროა, რომ ხალხი მას სათანადოდ არ აფასებს.” – განაცხადა კარლოსმა.

 

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, რომელიც ამჟამად მახაჭკალის “ანჟის” ღირსებას იცავს, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში, ligabbva.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ასევე მესიზე და პეპ გვარდიოლაზე. მან არგენტინელს “გადამწყვეტი ფიგურა” უწოდა და განაცხადა: “კრიშტიანუ რონალდუ ფენომენია, მაგრამ მესი ყველაზე მაღლა დგას. მას გაუმართლა, რომ ისეთი თანაგუნდელები ჰყავს, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან.“

 

კარლოსმა ბევრი ისაუბრა პეპ გვარდიოლაზე და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა. “ის არის დიდებული ადამიანი. მან ყველას აჩვენა, რომ გარდა ბრწყინვალე ფეხბურთელობისა, ის ასევე ბრწყინვალე მწვრთნელია.” – განაცხადა კარლოსმა და იქვე დაამატა, რომ მოურინიო პეპზე ძლიერია. “ჟოზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და თავის გუნდსაც საუკეთესოდ აქცევს. დღეს “ბარსელონა” “რეალზე” ოდნავ მაღლა დგას, თუმცა მივცეთ დრო მოურინიოს და მიმდინარე სეზონში ის კარგ შედეგს მოგვიტანს.” – დაასრულა კარლოსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში