“ბარსელონა” ბერნარდუ სილვას შესაძენად ფორმულებს ეძებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს სურს, პორტუგალიელი იჯარით დაიმატოს და სეზონის ბოლოს სავალდებულო წესით გამოისყიდოს. “ბარსა” “მანჩესტერ სიტის” სწორედ ამას შესთავაზებს.
“ბარსელონას” სჯერა, რომ ბერნარდუსა და მისი აგენტის ჟორჟე მენდეშის დახმარებით ოპერაცია შესრულდება, თუმცა თუ “სიტი” ამას არ დასთანხმდება, კლუბი შეეცდება, 28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულშივე მუდმივი ტრანსფერით დაიმატოს.

სიტიმ ბერნარდო არ იყიდება და მალე კონტრაქტს გაახანგრძლივებსო, ესენი კი გზებს ეძებენ მაინც როგორ დავიმატოთ მუქთადო?
იჯარის ფულიც დაემატება მაგას
მეც მსურს, მარა სადაა? პაწაი გეიქნიეთ ტვინი და დროზე გაჩარხეთ ბერნანდო!
საუკეთესო ვარიანტია იჯარა)) ფულიც დაგრᲩება
ესეც თუ დაიმატეს რაღაც გვეშველებას მსგავსი