Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოაუ კანსელუ მზადაა, “ბარსელონაში” გადმოსასვლელად ხელფასი შეიმციროს.
ჟორჟე მენდეშმა “ბარსას” აცნობა, რომ პორტუგალიელის ტრანსფერი შესაძლებელია და ჩავი ერნანდესი მის დამატებას დაჟინებით სწორედ ამიტომ ითხოვს. სამწვრთნელო შტაბს ჟოაუს გამოცდილება და უნივერსალურობა ძალიან მოსწონს.
მიუხედავად ამისა, Sport-ის ცნობით, ფინანსური საკითხების გამო კანსელუს შეძენა ურთულესი იქნება – “მანჩესტერ სიტი” მისი იჯარის სანაცვლოდ €10 მილიონს ითხოვს (“ბარსას” მისი გამოსყიდვა €40 მილიონად შეეძლება), ფეხბურთელის ხელფასი კი €14 მილიონი იქნება: სწორედ ამიტომ, კატალონიური კლუბი არ გეგმავს, ჟოაუს იჯარაში €24 მილიონი გადაიხადოს.




ნამეტანი ძვირია, თან იჯარა. დემბელეში აღებული ფული სულ ამაში უნდა გავუშვათ?
Amdeni tu jdeba me ar minda ro movides,ki orive flangs ketavs,stilic chvenia,yvelaferi mara zato asakitac agaraa patara,plus magari problemuri tipi chans rogorc agnishnes. Ase rom an is chveni gazrdili daabrunon martines an fresneda moiyvanon,frimpongis da vandersonis fuli amat araaqvt da…
ძაან ძვირი გამოდის ამის ტრანსფერი და ღირს კი ამდენი თანხის გადახდა პრობლემურ 29 წლის ფეხბურთელზე?
მოიყვანენ ამას დარწმუნებული ვარ