მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი: “დი სტეფანო მესიზე უკეთესია”

ლუის სუარესი: “დი სტეფანო მესიზე უკეთესია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუის სუარესმა, პარალელი გაავლო მსოფლიოს ამჟამინდელ საუკეთესო ფეხბურთელსა და ალფრედო დი სტეფანოს შორის. შეგახსენებთ, რომ დი სტეფანო მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა, ლიონელ მესი კი კატალონიის “ბარსელონასას” იცავს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ლუის სუარესის თქმით, დი სტეფანო თავის დროზე ბევრად ძლიერად ასპარეზობდა: “ჩემი აზრით, დი სტეფანო ბევრად ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე მესი, რადგანაც იგი ძალიან მშვიდი იყო. ალფრედო ბევრს იტანდა, გუნდს თამაშის ორგანიზებაში ეხმარებოდა, ჩამოდიოდა საკუთარ საჯარიმოში და ავითარებდა მწვავე შეტევებს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის, დი სტეფანო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ლეო მესი”. დაასრულა 1960 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, ლუის სუარესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში