workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონამ ახალი სეზონისთვის მზადება არსენალთან მარცხით დაიწყო

ბარსელონამ ახალი სეზონისთვის მზადება არსენალთან მარცხით დაიწყო

“ბარსელონამ” 2023/24 წლების სეზონისთვის მზადება მარცხით დაიწყო.

პირველ ამხანაგურ მატჩში ჩავის გუნდი “არსენალს” დაუპირისპირდა. ლონდონელებთან შეხვედრის პირველ ტაიმში “ბლაუგრანა” ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით 3-5 დამარცხდა.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც აბდე ეზალზულის კარგი თამაშის შემდეგ თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა. ექვს წუთში ბუკაიო საკამ ანდრეას კრისტენსენის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. 22-ე წუთზე რონალდ არაუხომ ხელით ითამაშა, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც საკამ არაზუსტად დაარტყა. 34-ე წუთზე რაფინიამ საჯარიმო დარტყმიდან ბურთი კარში გაუშვა, რასაც ასხლეტა და გოლი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი კაი ჰავერცმა გაიტანა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო შედეგით გავიდნენ.

მეორე ტაიმში ჩავიმ შემადგენლობა სრულად შეცვალა.

შეხვედრის 56-ე და 78-ე წუთებზე ლეანდრო ტროსარმა დუბლი შეასრულა. 88-ე წუთზე ფერან ტორესმა ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ორ წუთში ფაბიუ ვიეირას ძალიან კარგი დარტყმის წყალობით “არსენალმა” მაინც ორი ბურთის სხვაობით მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 27 ივლ 2023, 13:40

    ციტატა: Lashach1
    დიდი ხანია ვგულშემატკივრობ ბარსელონას და სულ იყო ისეთი ვინმე ვისი ყოფაც ბარსელონაში არ მინდოდა, მარა დემბელესავით არასდროს არავინ მძულდა… რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და როგორი აზროვნებაც არ უნდა ასწავლონ, ერთი რამ არ შეიცვლება და დარტყმას ვერასდროს ისწავლის.
    რა იქნება რო მოაშორონ გუნდიდან, ყველა მირჩევნია ვინც არის შეტევაში. მაგის არაპროგნოზირებადობა არ გაიშვა არსად. არსენალს ბრავო, ტემპი ქონდათ ძალიან მაგარი, ფიზიკური მომზადება სხვა ლეველზეა…


    დემბელეზე ტყუილად ოცნებობ, ჩავი მაგის გაშვებას არ აპირებს, იმიტომ რო თურმე მბაპეს ჯობია. მეტსაც გეტყვი ითქვა გარკვევით, რო დემბელესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე წარმატებით "მუშაობენ"

  • Fc Barca Batumi
    schedule 27 ივლ 2023, 13:01

    5:3 არსენალთან?!
    არა უშავს, ამხანაგური თამაში ტაქტიკური სქემების და ფეხბურთელების შესამოწმებლად არის!
    მჯერა წინ დიდებული სეზონი გვექნება!!!

  • Lashach1
    schedule 27 ივლ 2023, 11:31

    დიდი ხანია ვგულშემატკივრობ ბარსელონას და სულ იყო ისეთი ვინმე ვისი ყოფაც ბარსელონაში არ მინდოდა, მარა დემბელესავით არასდროს არავინ მძულდა… რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და როგორი აზროვნებაც არ უნდა ასწავლონ, ერთი რამ არ შეიცვლება და დარტყმას ვერასდროს ისწავლის.
    რა იქნება რო მოაშორონ გუნდიდან, ყველა მირჩევნია ვინც არის შეტევაში. მაგის არაპროგნოზირებადობა არ გაიშვა არსად. არსენალს ბრავო, ტემპი ქონდათ ძალიან მაგარი, ფიზიკური მომზადება სხვა ლეველზეა…

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 27 ივლ 2023, 10:27

    რეალმა წაიყვანა თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა და კიც დაფრინავენ ახალგაზრდები, ესენი კიდე დაზდრვენ ან ჩამოწერილებს ან უნიჭოებს და მაგიტოა რო სვარკავენ

  • vitorborbafereira
    schedule 27 ივლ 2023, 09:35

    სვარკა 🤢🤮🤮