გუშინწინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი პაბლო ტორე მომდევნო სეზონში “ჟირონაში” იჯარით ითამაშებს.
20 წლის ნახევარმცველს ახალ გუნდში ამხანაგურ მატჩში დებიუტი უკვე ჰქონდა და იმედია, მთელი სეზონის განმავლობაში ის სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება. თუმცა ასე ვერ მოხდება, როდესაც “ჟირონა” “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
კატალონიის რადიოს ცნობით “ჟირონასთან” შეთანხმებაში “ბარსელონამ” ჩადო პუნქტი, რომლის თანახმადაც პაბლო ტორეს “ბლაუგრანას” წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს. მართალია, ბოლო წლებში ესპანეთში მოქმედი წესებით კონტრაქტში პირდაპირ ასეთი პუნქტის ჩაწერა აკრძალულია, მაგრამ “ბარსამ” გამოსავალს მაინც მიაგნო – ტორეს მესაკუთრე გუნდის წინააღმდეგ თამაშის უფლება კი აქვს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში “ჟირონას” “ბარსელონასთვის” თანხის გადახდა მოუწევს. ასე დაიზღვია “ბლაუგრანამ” თავი.
“ბარსა” ამ პრაქტიკას 2022 წლის შემდეგ მიმართავს. წელიწადნახევრის წინ “გრანადასთან” გამართულ მატჩში გავი მოედნიდან ალექს კოლიადოსთან უხეშობის გამო გააგდეს. კოლიადო “გრანადაში” “ბარსელონადან” იყო განათხოვრებული. იმ დროისთვის “ბლაუგრანა” 1-0 იგებდა, მაგრამ თამაში 1-1 დასრულდა.
ამ თამაშის შემდეგ კატალონიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ განათხოვრებულმა ფეხბურთელებმა “ბლაუგრანას” წინააღმდეგ არ უნდა ითამაშონ. ასე იყო წინა სეზონშიც და როგორც ჩანს, ასე იქნება მომავალშიც.
ბარსა-რეალი (ამერიკულ კლასიკოშI) ასეთ სასტავს ველოდები:
პირველი ტაიმი:
ტერ შტეგენი
არაუხო-კუნდე-კრისტესტენი-ბალდე
დე იონგი-გიუნდოგანი-პედრი
დემბელე-ლევანდოვსკი-გავი
კურტუა
კარვახალი-მილიტაო-ალაბა-მენდი
კამავინგა-ჩუამენი-ბელინგემი
ვალვერდე-როდრიგო-ვინიციუსი
მეორე ტაიმი:
პენია
ხ.არაუხო-ინიგო მარტინესი-ფაი-ალონსო
კესიე-რომეუ/გარსია-რობერტო
რაფინია-ანსუ ფატი-აბდე
ლუნინი
ვასკესი-რუდიგერი-ნაჩო-გარსია
კროოსი-ნიკო პასი-მოდრიჩი
არდა გიულერი-ხოსელუ-ბრაჰიმ დიასი
მუღამი ის არის რომ. თამაშის რაოდენობა უგროვდება, მეორე ის რომ მოტივაცია ეცვლება და ერთი თამაშის გამო შეიძლება ემოციურად გულშემატკივარს აგინოს ან რამე იმოქმედოს. მოკლედ კარგი იქნება თუ სხვა თამაშებში გამოიჩენს თავს თორე ბარსამ კი იცის ეს ბიჭი რისი მაქნისია მომავალ 10 წელში. რომელ ბარსას გუნდიდან წასულს უვარგია და შეუსდავს ფრთები, ერთი დამისახელეთ, მარადონაზე და რონალდოზე არ ვამბობ იქ სხვა ფაქტორები იყო.
არაფერი განსაკუთრებული, რეალი არა მარტო განათხოვრებულ ფეხბურთელებს არამედ გაყიდულებსაც კი უწერს ასეთ პუნქტს.
აუფ, მაინტერესებდა რ აბიჭი იყო, მეტი საქმე არამაქვს ჟირონას თამაშებს ვუყურო…
სეზონში ორი თამაშის გამოტოვება არაუშავს.
რატოა დებილობა? ყველა გუნდი აკეთებს ეგეთ რამეს და დარემუნებუკი ვარ ტორე გირონაში მალევე დაიმკვიდრებს თავს და ერთ ერთი ლიდერი გახდება , ხოდა როცა შეგიძლია მეტოწე რაინეთი დაასუსტო რატომაც არა?
აი ეს დებილი გადაწყვეტილებაა რატო არუნდა ითამაშოს ეგრე თუ გეშიან თქვე ხალხო სადღა უშვებდით😁😁