Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თავდაპირველი გადაწყვეტილების მიუხედავად, ახლა “ბარსელონას” არნაუ ტენასის შენარჩუნება სურს.
Jijantes-ის ცნობით, “ბარსა” ახალგაზრდა მეკარის კონტრაქტს 2 წლით ავტომატურად ვეღარ გაახანგრძლივებს, რადგან ამ უფლების გამოყენების ვადა 15 ივნისს ამოეწურა. შესაბამისად, კლუბს ტენასისთვის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მის აგენტთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს.
ამასთან, SER-ის თანახმად, კატალონიურ გრანდს სურს, არნაუს ანაზღაურება კლუბის ახალ სახელფასო სტრუქტურას მოერგოს.
ტენასი ხვალ თავისუფალი აგენტი გახდება.

მოკლედ თვითონ იქმნიან პრობლემებს და მერე ზოგს აგვარებენ ზოგს ვერა.
აი სწორედ მანდ გაახსენდათ რო მესამე მეკარეც საჭიროა და მყიდველები ესენი არ არიან.
გამოფხიზლდნენ მგონია. გაიხედ-გამოიხედეს და მესამე მეკარე რომ ვერ დაინახეს, ტვინი გაეხსნათ. ავტომატური გახანგრძლივება გაუშვეს ხელიდან და ეხლა თავიდან უნდა გაფორმონ და დაარეგისტრირონ…. ვინ არიან ეს ხალხი გადარევას ვარ….
აბა პოსტი რო დადო მივდივარო?