სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენება ”ბარსასთვის” ძალზედ საჭირო აღმოჩნდა. მიმდინარე კვირას ლაზარეთიდან გუნდს ანდრეს ინიესტა დაუნრუნდება. ანდრესის შემდეგ თამაშის ნებართვას ერიკ აბიდალი მიიღებს. შემდეგი სიაში სავარაუდოდ სესკი იქნება, მაგრამ სიჩქარე არ ღირს.
ექიმმა რიკარ პრუნამ ორშაბათს განაცხადა, რომ ინიესტა სრულად განიკურნა ტრავმისგან და ოთხშაბათს ექიმებისგან თამაშის უფლებას მიიღებს.
მსგავს სიტუაციაში იმყოფება ერიკ აბიდალი, რომელიც კვირას შეცვალეს ბარძაყის ორთავა კუნთის ტრავმის გამო. ფრანგი მოედანზე შეიძლება ნაკრების მეორე მატჩშიც გამოვიდეს მოედანზე, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.
რაც შეეხება სესკ ფაბრეგასს, ვარჯიშზე იმავე კუნთის გაწყვეტის გამო მას აღსადგენად 3 კვირა დაჭირდება და პრუნას განცხადებით ”სანაკრებო შესვენების შემდეგ ის თითქმის სრულად განკურნებული იქნება”.
სხვა სიტუაციაშია ალექსის სანჩესი, რომელმაც ბარძაყის ორთავა კუნთი ”რეალ სოსიედადთან” მატჩში გაიწყვიტა და როგორც თავიდანვე ცნობილი იყო ის თამაშგარეში 2 თვე იქნება.
განგაში საჭირო არ არის
პრუნამ გამორიცხა ტრავმებს შორის კავშირი, რომელიც ”ბარსამ” სეზონის დასაწყისში და პრე-სეზონის დროს მიიღო, რადგან მომზადება ანალოგიური იყო წინა წლებთან შედარებით: ”ჩვენ ყოველს წელს ვმუშაობთ ერთნაირად”.
ასევე მან დიდი ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ 7 ტრავმირებული ფეხბურთელიდან 6 მათგანს ბარძაყის ორთავა კუნთის პრობლემა ქონდა: ”ეს კუნთი ყველაზე მეტ დატვირთვას იღებს, ასე რომ ყველაზე მეტად ეს კუნთი ზიანდება”.
ამავდროულად რამონ კუგატმა დაადასტურა, რომ იბრაჰიმ აფეალის ოპერაციის შემდეგ 6 თვე თამაშის უფლება არ ექნება.
”პუიოლს შეუძლია იმდენი წელი ითამაშოს, რამდენიც სურს”
კუგატმა ასევე კარლეს პუიოლზეც ისაუბრა, რომელსაც თვეების წინ მან ოპერაცია გაუკეთა: ”ის სრულად განიკურნა. ოპერაცია, რომელიც მას გავუკეთეთ ძალიან წარმატებული აღმოჩდა და ძალიან დაგვეხმარა. პუიოლი მაშინ წავა, როცა წავა, მაგრამ ის დარჩება გენიად და განსაკუთრებულ ფიგურად, სანამ ცოცხალი იქნება. ის სხვაგვარადაა შექმნილი და შეუძლია იმდენი წელი ითამაშოს, რამდენიც სურს”.



