კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის ფეხბურთელების ტრავმაში იგი საშიშს ვერაფერს ხედავს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართული მატჩის დროს, კატალონიელთა მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა, მარცხენა ბარძაყის დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი 7-დან 10 დღემდე იუქმებს. ფრანგამდე კი დაზიანება მიიღეს კარლეს პუიოლმა, ხერარდ პიკემ, ანდრეს ინიესტამ, სესკ ფაბრეგასმა და ალექსის სანჩესმა.
“ვერაფერ საშიშს ვერ ვხედავ ბარძაყის ტრავმაში. “ბარსელონას” ფეხბურთელები საიმედო ხელში არიან”. განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.
ხიხონის “სპორტინგთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსას” ექს-მეკარემ განაცხადა, რომ: “ჩვენი გუნდის ერთ-ერთ პოზიტიურ ასპექტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის ფაქტიც, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანა. ამ მატჩში ადრიანო კორეიას ჯერი იყო”. დაასრულა სუბისარეტამ.


