“ბარსელონა” მიიჩნევს, რომ ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერთან ახლოსაა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბმა ბოლო საათებში გერმანელის აგენტისგან პოზიტიური მესიჯები მიიღო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ გიუნდოგანი “ბარსას” შეთავაზებას მიიღებს.
დიდი ალბათობით, ილქაი საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. ჩავისთან საუბრის შემდეგ გერმანელი “ბარსელონაში” გადმოსვლაში დარწმუნდა და სამწლიან კონტრაქტს ვერბალურად დათანხმდა.
“ბარსა” ფიქრობს, რომ გიუნდოგანისგან პასუხს ამ კვირაში მიიღებს. გერმანელის ოჯახი კატალონიაში გადაბარგების მომხრეა – მის ცოლს ბარსელონა ძალიან მოსწონს.




თუ ფეხბურთელს არ უნდა დარჩენა გვარდიოლა არაა ის ტიპი, რომ დააბას. გაუშვებს და თანაც გზას დაულოცავს, აქ მთავარი გუნდოგანია.
მაგ ვერბალობით იქნება, რომ დააპაშოლებს ლაპორტას გუნდოგანი ცოტახანში. გუარდიოლა არ გაუშვებს ამას შანსი არაა, გარსია ან ფერანი კიარ არი, რომ არ ჭირდებოდეს.
როდემდე უნდა იძახონ ეს ვერბალური შეთანხმება ან რამდენჯერ უნდა დაიწეროს ერთიდაიგივე? ვერბალური შეთანხმება და პოზიტიური მესიჯები სულაც არ ნიშნავს და გულისხმობს რომ გაიჩარხა ამის ტრანსფერი და მორჩა ხელში გვიჭირავს.
როდისღა დაწერთ რო ეს ყველაფერი ქაღალდზე გადმოიტანეს და ბეჭედიც დაარტყესო? თორემ "ვერბალურად" მესისთანაც გქონდათ შეთანხმება.