workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა და ატლეტიკო პარანაენსე ვიტორ როკეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ბარსელონა და ატლეტიკო პარანაენსე ვიტორ როკეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” და “ატლეტიკო პარანაენსე” ვიტორ როკეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. 

კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ €35+€10 მილიონს სამ ნაწილად გადაიხდის. დიდი ალბათობით, მხარეები ტრანსფერს მომავალ ხუთშაბათს ან პარასკევს დახურავენ, რადგან ოთხშაბათს “პარანაენსეს” მატჩი აქვს.

როკე “ბარსასთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი €1 მილიარდი იქნება. 18 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ამ ზაფხულში შემოუერთდება – კლუბი ბრაზილიელს მაშინ დაარეგისტრირებს, როცა FFP-სთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაჭრის.

აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ “ბარსელონას” ვიტორის დამატება ახლავე სურს. ტრანსფერში როკეს როლი გადამწყვეტი იყო – ბრაზილიელს მხოლოდ “ბარსა” სურდა და 3 ევროპული გრანდის ინტერესის მიუხედავად, გადაწყვიტა, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” დალოდებოდა, თანაც იმის ფონზე, რომ კლუბი გარანტიებს ვერ იძლეოდა.

ვიტორის მოყვანაზე დეკუ მუშაობს, რადგან ფიქრობს, რომ ის ტოპ ფეხბურთელია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (29)

  • nika 54
    schedule 19 ივნ 2023, 17:40

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Genius8
    ✅ სერხიო ბუსკეტსი კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს 🇺🇸
    Next: ხორდი ალბა 👀
    სუარესიც და ეგააა იხოდება ძველი ბარსა😁🥲❤️


    ალბაში 5 მილიონი მაინც რომ ავიღოთ ვერა ხო?


    მაგან კონტრაქტის გაწყვეტაში, ძველი ვალიც კი არ აიღო, რომელიც 5 მილიონზე ბევრად მეტი იყო.

  • Genius8
    schedule 19 ივნ 2023, 01:36

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Genius8
    ✅ სერხიო ბუსკეტსი კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს 🇺🇸
    Next: ხორდი ალბა 👀
    სუარესიც და ეგააა იხოდება ძველი ბარსა😁🥲❤️


    ალბაში 5 მილიონი მაინც რომ ავიღოთ ვერა ხო?


    ალბამ გაწყვიტა კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა კლუბი

  • Maestro 6
    schedule 19 ივნ 2023, 01:35

    ხო მეზიზღება ეს კარვახალი და არც ასენსიოზე ვგიჟდები მაგრამ სად დაეტყოთ მენტალიტეტი, რა ცივად შეასრულეს, მანდ ალბას და ფატის რომ დაერტყათ ახლა მოდრიჩი აწევდა თასს დარწმუნებული ვარ

  • rivaldo80
    schedule 19 ივნ 2023, 01:33

    უნაიი მაგარია რაა საღოლ ესპანეთს

  • Genius8
    schedule 19 ივნ 2023, 01:07

    ✅ სერხიო ბუსკეტსი კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს 🇺🇸
    Next: ხორდი ალბა 👀
    სუარესიც და ეგააა იხოდება ძველი ბარსა😁🥲❤️

  • cruyff9
    schedule 19 ივნ 2023, 00:34

    ეე ბიჭო ამან მაინც გაამართლოს,,ჩვენი დამაწყევრის

  • rivaldo80
    schedule 19 ივნ 2023, 00:27

    რა ქნაა ფატიმ ეს 🥲

  • Magician
    schedule 18 ივნ 2023, 23:56

    ავტორებმა ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ფინალსაც შეაწიონ ერთი-ორი სიტყვა. "ბარსელონა" ხვდება "რეალ-მადრიდს" და "ბარსელონას" სერია 2-0 მიჰყავს.

  • araujo4
    schedule 18 ივნ 2023, 22:53

    რუბენ ნევეში ალ ჰილალში გადადის)) გამისწორდა