მიმდინარე კვირას სანაკრებო ბატალიები გაიმართება. “ბარსელონას” ევროპელი ფეხბურთელების უმეტესობა ნაკრებშია გამოძახებული, ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობისთვის. რაც შეეხებათ არაევროპელებს, მათი ნაწილი ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ხოსეპ გვარდიოლას განკარგულებაში ძირითადი გუნდის ფეხბურთელების მცირე ნაწილი იქნება, ამიტომ მწვრთნელმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატაროს ამ პერიოდში.
“ელ მოლინიონზე” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელები სამშაბათს, ესპანეთის დროით 11:00 საათზე “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე შეიკრიბებიან. ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. პეპ გვარდიოლას ძირითადი შემადგენლობის 14 ფეხბურთელი დააკლდება. მათ შორის ერთ-ერთი იქნება ერიკ აბიდალი, რომელიც საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული და მას ფრანგი ექიმები დააკვირდებიან.
ვარჯიშები გაიმართება ასევე ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. ამის შემდეგ გუნდი დასივენებს, მომდევნო კვირამდე.


