გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩი “ბარსელონამ” გასვლაზე ჩაატარა, 3 ქულა მოიპოვა და მიმდინარე სეზონის გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. ერთი შეხედვით უწყინარი გამარჯვება (0:1), საკმარისი აღმოჩნდა კატალონიელთა უპრინციპულესი მეტოქის, მადრიდის “რეალის” 1951/52 სეზონში დამყარებული რეკორდის დასამხობად. საქმე ისაა, რომ უკვე 24-ე მატჩია, რაც კატალონიელები გასვლით შეხვედრებში ახერხებენ გოლის გატანას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Infostrada.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ელ მოლინიონზე” “ბარსელონამ” მინიმალური ანგარიშით, 0-1 იმარჯვა. თამაშის ერთადერთი გოლი 12-ე წუთზე ადრიანო კორეამ გაიტანა.


